1 / 35

სილაბუსის შედგენის ინსტრუქცია

სილაბუსის შედგენის ინსტრუქცია. სილაბუსი - წარმოადგენს სასწავლო კურსის პროგრამას .

jalena
Télécharger la présentation

სილაბუსის შედგენის ინსტრუქცია

An Image/Link below is provided (as is) to download presentation Download Policy: Content on the Website is provided to you AS IS for your information and personal use and may not be sold / licensed / shared on other websites without getting consent from its author. Content is provided to you AS IS for your information and personal use only. Download presentation by click this link. While downloading, if for some reason you are not able to download a presentation, the publisher may have deleted the file from their server. During download, if you can't get a presentation, the file might be deleted by the publisher.

E N D

Presentation Transcript


  1. სილაბუსის შედგენის ინსტრუქცია სილაბუსი - წარმოადგენს სასწავლო კურსის პროგრამას. სილაბუსში მოცემულია კურსის სათაური, სწავლების საფეხური, მიზანი და ამოცანები, სწავლების ფორმატი (სწავლების მეთოდი), კურსის საათობრივად გაწერილი შინაარსობრივი გეგმა, კურსის შეფასების პრინციპები (შუალედური, შემაჯამებელი, განმსაზღვრელი და სხვა), მოსალოდნელი შედეგები, კერძოდ, იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, რომელსაც უზრუნველყოფს კურსის დასრულება. უმაღლეს სასწავლებლებში სილაბუსი აწესრიგებს ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობას. სასწავლო კურსის დაწყებისას სტუდენტმა სილაბუსის მეშვეობით უნდა გაიგოს, თუ რა და როგორ უნდა ისწავლოს, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. მეორე მხრივ, სილაბუსის მეშვეობით უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციას შეუძლია შეამოწმოს ლექტორის აკადემიური საქმიანობის ხარისხი.

  2. 1. მოდულის დასახელება და კოდი მოდულის სრული სახელწოდება და კოდი. (კოდს ანიჭებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური დადგენილი წესით) მაგალითად: გემის კონსტრუქციები 2-S3.3.1-04

  3. 2. მოდულის მოცულობა ECTS-კრედიტებში მითითებული უნდა იყოს აღნიშნული მოდულის შესატყვისი ECTS კრედიტების რაოდენობა; მაგალითად: 5 ECTS 10 ECTS

  4. 3. მოდულის სტატუსი მიუთითეთ ვისთვის არის ეს მოდული გათვალისწინებული: ფაკულტეტი; საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომელიც შეიცავს ამ მოდულს; მიუთითეთ, სავალდებულოა თუ არჩევითი ეს მოდული. სწავლების ფორმა (სტაციონალური თუ ინდივიდუალური) მაგალითად: სავალდებულოა (ან არჩევითია) საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ისათვის: საზღვაოსნო მეცნიერებები (საზღვაო ნავიგაცია, გემის მექანიკა, გემის ელექტრომექანიკა); სწავლების ფორმა: სტაციონალური

  5. 4. სემესტრთა რაოდენობა 1ან 2. მიუთითეთ საგანმანათლებლო პროგრამაში რომელ კურსზე/სემესტრშია გათვალისწინებული მოდულის შესწავლა; მაგალითად: IV კურსი, VII სემესტრი ან III კურსი, V და VI სემესტრები

  6. 5. პასუხისმგებელი დეპარტამენტი ფაკულტეტის, დეპარტამენტის (მიმართულება, ციკლი) სახელწოდება, რომელიც პასუხისმგებელია აღნიშნულ მოდულზე მაგალითად: საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტი; საზღვაო ნავიგაციის მიმართულებაან ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ციკლი

  7. 6. მოდულის შესწავლის წინაპირობები აქ უნდა ჩამოიწეროს იმ მოდულების ან კომპეტენციების მოკლე ჩამონათვალი, რომელიც აუცილებელია წარმოდგენილი მოდულის შესასწავლად. თუ ძირითადი ლიტერატურა არის მხოლოდ უცხო ენაზე უნდა მიეთითოს ლიტერატურის ენის ცოდნაც. მაგალითად: მათემატიკა, ინგლისური ენა.

  8. 7. შესაბამისობა STCW კოდექსთან აქ უნდა გაკეთდესმინიშნებები STCW კოდექსთან მიმართებაში. კერძოდმითითებული უნდა იქნას იმ თავის და განყოფილების აღნიშვნები, რომლის მოთხოვნებთან შესაბამისობაშია აღნიშნული მოდული. იქვე შეიძლება მიენიშნოს, რომ სილაბუსი შედგენილია IМО-ს მოდელ კურსების 7.01 და 7.03 მოთხოვნების შესაბამისად. (ეხება მხოლოდ საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტს) მაგალითად: გემთწამყვანებისათვის: Chapter II, Section A-II/1, Table A-II/1 (ექსპლუატაციის დონე); Chapter II, Section A-II/2, Table A-II/2 (მართვის დონე); გემთმექანიკოსებისათვის: Chapter III, Section A-III/1, Table A-III/1(ექსპლუატაციის დონე); Chapter III, Section A-III/2, Table A-III/2 (მართვის დონე); ელექტრომექანიკოსებისათვის Chapter III, Section A-III/6, Table A-III/6 (ექსპლუატაციის დონე); Chapter III, Section A-III/7, Table A-III/7.

  9. 8. მოდულის სწავლების მიზანი ლაკონურად და გარკვევით უნდა ჩამოყალიბდეს, თუ რა ამოცანებს ისახავს აღნიშნული მოდული (საკმარისია სამი, ზოგჯერ ორი კონკრეტული ამოცანის დასახვაც) მაგალითად საზღვაო ასტრონომიის მოდულში: შეასწავლოს სტუდენტს: • გემის ადგილმდებარეობის განსაზღვარა ციური მნათობებზე - ვარსკვლავებზე, მზეზე და მთვარეზე ჩატარებული დაკვირვებების საფუძველზე; • კომპასის და გიროსკოპის შესწორების განსაზღვარა ასტრონომიული მეთოდით.

  10. 9. სწავლებისა და სწავლის მეთოდებიI საათების სრული რაოდენობა: აქ იგულისხმება როგორც საკონტაქტო ასევე დამოუკიდებელი მუშაობისათვის განსაზღვრული საათების ჯამი. საზღვაო აკადემიაში 1 კრედიტი 26 ასტრონომიული საათის ტოლფასია. მოდულის შესასწავლად გამოყოფილი საათების საპოვნელად კრედიტების რაოდენობა უნდა გავამრავლოთ 26 სთ-ზე; მაგალითად: 5 კრედიტიან საგანს შეესაბამება - 130 სთ 10 კრედიტიანს - 260 სთ

  11. 9. სწავლებისა და სწავლის მეთოდები II საკონტაქტო საათების რაოდენობა: აქ იგულისხმება სააუდიტორიო (საკონტაქტო) მუშაობაზე გამოყოფილი საათების საერთო რაოდენობა; მაგალითად: 60 სთ (30 სთ ლექცია, 30 სთ მუშაობა სამუშაო ჯგუფში)

  12. 9. სწავლებისა და სწავლის მეთოდები III დამოუკიდებელი სწავლის დრო:დრო, რომელიც ესაჭიროება საშუალო უნარებისა და მომზადების სტუდენტს მოდულის ათვისებისათვის გათვალისწინებული საშინაო დავალებების, სამუშაო ჯგუფში წარდგენილი პრეზენტაციების, საკურსო სამუშაოების, ლაბორატორიული სამუშაოების ანგარიშების და პრეზენტაციების შესასრულებლად, აგრეთვე სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურასთან მუშაობისათვის. დამოუკიდებელი სწავლის დროის გამოსათვლელად მოდულზე გამოყოფილი საათების სრულ რაოდენობას უნდა გამოვაკლოთ საკონტაქტო და შეფასებისათვის დათმობილი საათების რაოდენობა; მაგალითად: 65 სთ

  13. 9. სწავლებისა და სწავლის მეთოდები IV ცოდნის შეფასების დრო: აქ უნდა მიენიშნოს ის სავარაუდო დრო, რომლსაც სტუდენტი შუალედურ და დასკვნით გამოცდებზე დასწრებას ანდომებს; მაგალითად: 5 სთ, ან 6 სთ, ან 10 სთ და ა.შ. ისე რომ დაცული იყოს ტოლობა: საკონტაქტო დრო+დამოუკიდებელი სწავლის დრო+ცოდნის შეფასების დრო =კრედიტი X26

  14. 9. სწავლებისა და სწავლის მეთოდები V სწავლებისსახეები: ჩამოთვალეთ სააუდიტორიო მეცადინეობების სახეები, რომლებიც გამოიყენება მოდულის შესასწავლად (ლექციები, პრაქტიკულები, ლაბორატორიულები, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, საკურსო ნაშრომი, ტრენაჟერული მომზადება, თემების გუნდური განხილვა, ხელმძღვანელთან მუშაობა და სხვა); მაგალითად: ლექცია, სამუშაო ჯგუფი, ლაბორატორიული

  15. 9. სწავლებისა და სწავლის მეთოდები VI სხვა სასწავლო მეთოდები: ჩამოთვალეთ იმ რეკომენდებული (დამოუკიდებელი) მუშაობის სახეები, რომლებიც დაეხმარება სტუდენტს სასწავლო მასალის ეფექტურად ათვისებაში (დავალებული ლიტერატურა, ინტერნეტი, კვლევა, და სხვა. მაგალითად: ინტერნეტი, სამეცნიერო სტატიებისა და საკონფერენციო თემის მომზადება, განხილვა და გამოქვეყნება, თემატურ კონკურსებში მონაწილეობა, დამოუკიდებლად ორიგინალური ლიტერატურის მოძიება და დამუშავება და სხვა.

  16. 10 მოდულის შინაარსი აქ ჩამოყალიბებული უნდა იყოს თუ რა მასალის, სწავლებას ითვალისწინებს მოდულის ხელმძღვანელი. სასურველია ჩამოიწეროს შესასწავლი თემების ჩამონათვალი შესაბამისი ლიტერატურის მითითებით. დანართი1-ში ცხრილის სახით ჩამოაყალიბეთ ლექციების, პრაქტიკულების, სამუშაო ჯგუფში მუშაობის, ლაბორატორიული სამუშაოების თემების ცხრილი

  17. დანართი 1

  18. 11. ძირითადი ლიტერატურა I მიუთითეთ ძირითადი სახელმძღვანელო(ები) ან კონსპექტი/რიდერი, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს სწავლება. მიუთითეთ, სად შეუძლია სტუდენტს ამ ლიტერატურის მოპოვება (საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკა, ლექტორის პირადი საკუთრება, თავისუფალ გაყიდვაშია და ა.შ.). სავალდებულო სახელმძღვანელოთა ჩამოთვლისას მიუთითეთ, ყველა ეს სახელმძღვანელოა საჭირო ამ კურსის ათვისებისათვის, თუ ეს ალტერნატიული ვარიანტებია.

  19. 11. ძირითადი ლიტერატურა II თუ ამ სასწავლო კურსის სწავლებისას სტუდენტს სჭირდება რამოდენიმე ძირითადი სახელმძღვანელო, მაშინ აუცილებლად მიუთითეთ, ამ სახელმძღვანელოს რომელი თავები/პარაგრაფებია საჭირო. თუ ძირითადი სახელმძღვანელო არ არის ქართულ ენაზე, მაშინ კურსის შესწავლის წინაპირობებში აღნიშნული უნდა იყოს, რომ სტუდენტს მოეთხოვება სახელმძღვანელოს ენის ცოდნა. გაითვალისწინეთ, რომ განსაკუთრებით ბაკალავრიატის დაწყებით სემესტრებში არ არის რეკომენდებული მხოლოდ უცხოენოვანი ძირითადი სახელმძღვანელოების გამოყენება.

  20. 11. ძირითადი ლიტერატურა III მაგალითად: 1. ს. ბალაძე – „ასტრონავიგაციის კურსი“ –2007 წ. რიდერი ელექტრონული სახით. ბიბლიოთეკა 2. В.П. Брусенцов - «Практическая Мореходная Астрономия» - Санкт-Петербург – 2008, 118 с. I-დან VIII თავამდე.ბიბლიოთეკა 3. “Admiralty Manual of Navigation by Command of the Defense Council” Volume-2 “Astronavigation” 2004, November. საზღვაო ნავიგაციის მიმართულება. ბიბლიოთეკა.

  21. 12. დამატებითი ლიტერატურა მიუთითეთ ყველა ის წიგნი, სამეცნიერო სტატია, ვებ-გვერდი და სხვა სასწავლო მასალა, რომელის გამოყენება შეიძლება სწავლებისას. მაგალითად: • Henning Umland – “A Short Guide to Celestial Navigation”, p. 90, www.celnav.de • Красавцев Б.И.- МореходнаяАстрономия - М.: Транспорт. 1986. 256 c. • პოლაკი ი., „ზოგადი ასტრონომიის კურსი“, თბილისი. 1955.

  22. 13. მოდულის სწავლების შედეგებიI(რა უნდა იცოდეს, რა უნდა შეეძლოს) აქ რაც შეიძლება გასაგებად უნდა იყოს გაწერილი, რა სპეციფიკურ თუ ზოგად უნარ-ჩვევებს უნდა ეუფლებოდეს და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტი მოდულით გათვალისწინებული მასალის შესწავლის შედეგად (უნდა ჩამოვაყალიბოთ მოკლედ, ლაკონურად, პუნქტებად). გაითვალისწინეთ, რომ მოდულის სწავლის შედეგები შესაბამისობაში უნდა იყოს საგანმანათლებლო პროგრამის საკვალიფიკაციო აღწერასთან.

  23. 13. მოდულის სწავლების შედეგებიII მაგალითად: მოდულის შესწავლის შედეგად სტუდენტმა უნდა იცოდეს: • სფერიული და პრაქტიკული ასტრონომიის საფუძვლები; • მნათობთა დღე-ღამური და ხილული მოძრაობის კანონები, საზღვაო ასტრონომიაში გამოყენებული ცის სფერული კოორდინატთა სისტემები; • ძირითადი თანავარსკვლავედებისა და ნავიგაციური ვარსკვლავების განლაგება ცის თაღზე; • ასტრონომიული ინსტრუმენტების (სექსტანი, ვარსკვლავთ გლობუსი, დროის მზომელები) აგებულება და დანიშნულება; • დროის გაზომვის მეთოდები; • კომპასის შესწორების განსაზღვრის მეთოდები; • ციურ მნათობებზე დაკვირვებით გემის ადგილმდებარეობის განსაზღვრის თეორიული საფუძვლები; • ასტრონომიული წელიწდეულის სტრუქტურა და დანიშნულება.

  24. 13. მოდულის სწავლების შედეგებიIII მოდულის შესწავლის შედეგად სტუდენტს უნდა შეეძლოს: • ძირითადი თანავარსკვლავედებისა და ნავიგაციური ვარსკვლავების ამოცნობა ცაზე; • მნათობის ადგილობრივი და ეკვატორიული სფერული კოორდინატების ერთმანეთთან დაკავშირება; • მუშაობა ასტრონომიულ ინსტრუმენტებთან (სექსტანი, ვარსკვლავთ გლობუსი, დროის მზომელები) და მათი მიზნობრივი გამოყენება; • გემის ადგილმდებარეობის განსაზღვრის პრაქტიკული შესრულება მზეზე დაკვირვებით; • გემის ადგილმდებარეობის განსაზღვრის პრაქტიკული შესრულება ვარსკვლავებზე დაკვირვებით; • ქრონომეტრთან მუშაობა და ქრონომეტრის შესწორების განსაზღვრა; • კომპასის შესწორების განსაზღვრა პლანეტებისა და ვარსკვლავების საშუალებით და მზის ჩასვლის და ამოსვლის მომენტში; • საზღვაო ასტრონომიული წელიწდეულებისა და ცნობარების გამოყენება ასტრონავიგაციური ამოცანების გადაჭრისას.

  25. 14. შეფასების მეთოდებიI • რამდენქულიანი სისტემა გამოიყენება ცოდნის შეფასებისას; • ცოდნის საბოლოო შეფასების ფორმულა (რამდენ კომპონენტადაა წარმოდგენილი შეფასება და თითოეული კომპონენტის პროცენტული წილი საბოლოო შეფასების ფორმულაში); • სასურველია მოდულის სწავლების შედეგების შეფასებისათვის გამოყენებული ყველა მეთოდის დეტალური აღწერა. გაითვალისწინეთ, რომ შეფასების შესახებ ინფორმაცია სტუდენტებს ყველაზე უფრო მეტად აინტერესებთ, ამიტომ ის მაქსიმალურად დეტალურად უნდა იქნეს აღწერილი, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობა. მიუთითეთ კრიტერიუმები შეფასების ყოველი კონკრეტული ფორმისათვის.

  26. 14. შეფასების მეთოდებიII შუასემესტრული ტესტი:რამდენი კითხვა იქნება ტესტში, ტესტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ტესტური კითხვების ჩამონათვალი (ე.წ. ბაზა, საიდანაც მოხდება საგამოცდო კითხვების ამორჩევა) სტუდენტისთვის ცნობილი უნდა იყოს სწავლის დაწყებისას, სასურველია მიეცეს სტუდენტს სილაბუსთან ერთად დანართი2-ის სახით; წერითი კოლოქვიუმი: რა საკითხები იქნება გამოტანილი კოლოქვიუმზე, თითოეული საკითხის მაქსიმალური შეფასების ქულა, კოლოქვიუმის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. კოლოქვიუმზე გამოსატანი საკითხების ჩამონათვალი (ე.წ. ბაზა, საიდანაც მოხდება საგამოცდო საკითხების ამორჩევა) სტუდენტისთვის ცნობილი უნდა იყოს სწავლის დაწყებისას, სასურველია მიეცეს სტუდენტს სილაბუსთან ერთად დანართი2-ის სახით;

  27. 14. შეფასების მეთოდებიIII სემესტრის განმავლობაში აკადემიური აქტიურობის შეფასება პედაგოგის მიერ, ე.წ. პედაგოგის რეიტინგული შეფასება: რა იქნება გათვალისწინებული ამ სახის შეფასებაში და როგორი თანაფარდობით; დასკვნითი გამოცდა: რა ფორმით იქნება ჩატარებული დასკვნითი გამოცდა და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტი გამოცდაზე დასაშვებად. დასკვნითი გამოცდა შეიძლება ჩატარდეს: • წერითი სახით; • ზეპირი გამოკითხვით; • ტესტურად; • კომბინირებულად დასკვნითი გამოცდის ბილეთებში შესატანი საკითხების ჩამონათვალი (ე.წ. ბაზა, საიდანაც მოხდება საგამოცდო საკითხების ამორჩევა) სტუდენტისთვის ცნობილი უნდა იყოს სწავლის დაწყებისას, სასურველია მიეცეს სტუდენტს სილაბუსთან ერთად დანართი3-ის სახით;

  28. 14. შეფასების მეთოდებიIV მაგალითად: სტუდენტის ცოდნის შეფასება ხორციელდება 100 ქულიანი სისტემით. სტუდენტის ცოდნის საბოლოო, შემაჯამებელი შეფასება ყალიბდება შემდეგი ფორმულით:

  29. 14. შეფასების მეთოდებიV ჩატარდება სწავლის დაწყებიდან VI დაVIII კვირებს შორის წერითი გამოცდის სახით. საგამოცდო ბილეთში იქნება 20 ერთქულიანი ტესტური კითხვა, სადაც სტუდენტმა უნდა შემოხაზოს 4 სავარაუდო პასუხიდან ერთერთი და 5 ორქულიანი კითხვა, რომლბსაც სტუდენტმა წერილობით უნდა გასცეს პასუხი. კითხვები საგამოცდო ბილეთში შეტანილი იქნება დანართი 2- დან. შუასემესტრულ შეფასებას არ აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

  30. 14. შეფასების მეთოდებიVI პედაგოგის რეიტინგული შეფასება: სემესტრის განმავლობაში პედაგოგის მიერყალიბდება სტუდენტისაკადემიური აქტიურობის შეფასება. ამ შეფასებაში გათვალისწინებული იქნება სტუდენტის ისეთი აქტივობები, როგორებიცაა საშინაო დავალების შესრულება, პრეზენტაცია სამუშაო ჯგუფში, დასმულ შეკითხვებზე პასუხი და სხვა.

  31. 14. შეფასების მეთოდებიVI დასკვნითი გამოცდა ტარდება სემესტრის ბოლოს გამოცდებისა ად მონიტორინგის ცენტრის მიერ დეკანატთან შეთანხმებული საგამოცდო ცხრილის შესაბამისად. დასკვნით გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებსაც შუასემესტრული და პედაგოგის რეიტინგული შეფასებების ჯამში მოგროვებული აქვთ არანაკლებ 11 ქულისა. დასკვნითი გამოცდა ჩაითვლება ჩაბარებულად თუ სტუდენტი გადალახავს მინიმალური კომპეტანციის ზღვარს, რომელიც 10 ქულის ტოლია (>10 ქულაზე). დასკვნითი გამოცდა ჩატარდება წერითი ფორმით. საგამოცდო ბილეთში იქნება 6 ერთქულიანი, 11 ორქულიანი და 4 სამქულიანი საკითხი. საკითხები იქნება შერჩეული დანართი 3-დან.

  32. 14. შეფასების მეთოდებიVII სტუდენტზე შეფასების კატეგორიის მინიჭება ხდება საბოლოო შეფასების საფუძველზე, რომელიც მიიღება შუასემესტრულიშეფასებებისადა დასკვნითიგამოცდისშეჯამებით. დადებითი შეფასების მისაღებად სტუდენტმა უნდა მოაგროვოს 51 ქულაზე მეტი. თუ სტუდენტის ცოდნის შეფასება აღმოჩნდება 41 და 50 ქულას შორის მას ექნება დასკვნითი გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება დეკანატის მიერ განსაზღვრულ ვადებში.

  33. 15. სილაბუსის შემდგენელი (მოდულის ხელმძღვანელი): მოდულის ხემძღვანელის გვარი, სახელი, აკადემიური თანამდებობა, წოდება საზღვაო ფლოტში და ელექტრონული (E-mail) მისამართი. მაგალითად: რაული გეგენავა, საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის გემთმექანიკური მიმართულების პროფესორი, გემის უფროსი მექანიკოსი, r.gegenava@bsma.edu.ge

  34. 16. სილაბუსის შედგენის თარიღი აქ უნდა ჩაიწეროს როდის იქნა დამტკიცებული საბოლოო ვარიანტი ფაკულტეტის საბჭოს მიერ. მაგალითად: 2010 წლის 28 აგვისტო.

  35. გმადლობთ ყურადღებისათვის

More Related