1 / 31

ინსტიტუციური განვითარებისა და გრანტისგამცემი საქმიანობის მხარდაჭერა, მეორე ციკლი.

ინსტიტუციური განვითარებისა და გრანტისგამცემი საქმიანობის მხარდაჭერა, მეორე ციკლი. ისტიტუციური განვითარება. განახლდა ტექნიკური ბაზა, შევიძინეთ ერთი სტაციონალური კომპიუტერი, ანტივირუსის ლიცენზირებული პროგრამები. შევიძინეთ მაგიდა ორი ცალი.

Télécharger la présentation

ინსტიტუციური განვითარებისა და გრანტისგამცემი საქმიანობის მხარდაჭერა, მეორე ციკლი.

An Image/Link below is provided (as is) to download presentation Download Policy: Content on the Website is provided to you AS IS for your information and personal use and may not be sold / licensed / shared on other websites without getting consent from its author. Content is provided to you AS IS for your information and personal use only. Download presentation by click this link. While downloading, if for some reason you are not able to download a presentation, the publisher may have deleted the file from their server. During download, if you can't get a presentation, the file might be deleted by the publisher.

E N D

Presentation Transcript


  1. ინსტიტუციური განვითარებისა და გრანტისგამცემი საქმიანობის მხარდაჭერა,მეორე ციკლი.

  2. ისტიტუციური განვითარება • განახლდა ტექნიკური ბაზა, შევიძინეთ ერთი სტაციონალური კომპიუტერი, ანტივირუსის ლიცენზირებული პროგრამები. • შევიძინეთ მაგიდა ორი ცალი. • მიმდინარეობს ფინანსური დოკუმენტაციის აუდიტი და აუდიტის დასრულების შემდეგ შევიძენთ პროგრამა “ორისს”. • გვყავს ახალი თანამშრომლები: ნინო ლასხიშვილი და მაია მენაბდე.

  3. ს. შემოქმედის საინიციატივო ჯგუფი: “ჯადოსნური ხელები” პროექტის სახელწოდება: “მარიონეტების სპეკტაკლები მოზარდების განვითარებისთვის”. პროექტის საერთო ღირებულება: 1463 ლარი ფონდიდან მოთხოვნილი თანხა: 1080 ლარი თანადაფინასება: 383 ლარი მიზანი: თემში მარიონეტების თეატრის ჩამოყალიბება, მოზარდების განვითარების ხელშეწყობა. მარინა მუკბანიანი

  4. მიმდინარე საქმიანობები და შედეგები

  5. მონიტორინგი და მიმდინარე შედეგები სკოლის შენობაში დირექციამ გამოყო ოთახი, სადაც მიმდინარეობს მუშაობა სწავლებას შეუდგენენ 06.06.2014 წლიდან, სასწავლო დღეები - ორშაბათი და პარასკევი 15-დან 18 საათამდე. მარიონეტების სპეკტაკლის მომზადებაში ჩართულია 12 მოზარდი აქედან ექვსმა დაამზადა თოჯინები, სამმა მოზარდმა მონაწილეობა მიიღო სპეკტაკლის მხატვრულ გაფორმებაში(დეკორაციები, აქსესუარები) სამი გოგონა ამზადებს მუსიკალურ ნომრებს. სპეკტაკლის “მუჭანახევარას” პრემიერა დაგეგმილია სექტემბრის თვეში, სწავლის განახლებისთანავე. პროექტის მიმდინარეობისას სამჯერ მოხდა ადგილზე გასვლა მონიტორინგის მიზნით, განმახორციელებელ ჯგუფს გაეწიათ კონსულტაციები . სირთულეები პროექტის მიმდინარეობისას არ შეხვედრიათ. ასევე ს. შემოქმედის საჯარო სკოლაში ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი “მხოლოდ იმიტომ რომ მიყვარდი”(ოჯახში ძალადობა) შედეგი: დამყარდა სოფლის ადმინისტრაციასთან და სკოლის დირექციასთან კარგი კომუნიკაცია, სოფელის მოზარდები დაკავდნენ საინტერესო და შემოქმედებითი საქმიანობით.

  6. ექადიის საინიციატივო ჯგუფი:”ანასეული” პროექტის სახელწოდება: “ჩვენ ვწერთ სოფლის მატეანეს” პროექტის საერთო ღირებულება: 680 ლარი ფონდიდან მოთხოვნილი თანხა: 500 ლარი თანადაფინანსება: 180 ლარი (საკუთარი წვლილი) მიზანი: სოფლის ახალგაზრდებისთვის დროის საინტერესოდ და ნაყოფიერად გატარება, ხანდაზმული ადამიანების თემის ცხოვრებაში ჩართვა თემში ცვლილებებისთვის. ქეთინო ქადიეშვილი

  7. ლევან ქუთათელაძე ვალერი კვაჭანტირაძე მაყვალა გაგლოევა ვალერი კვაჭანტირაძე

  8. ეთერ მაგრაქველიძე ზაირა ინწკირველი ლეილა გელაშვილი თინა სალუქვაძე

  9. მონიტორინგი და მიმდინარე შედეგები პროექტის განმახორციელებელმა ჯგუფმა ამ ეტაპზე ჩაწერა 7 ადამიანი, სულ შეაგროვა 10 ისტორია. სოფლის ხანდაზმული ადამიანები დაინტერესდნენ, გაუჩნდათ განცდა, რომ ისინი ჯერ კიდევ სჭირდებათ, განმახორციელებელი ჯგუფის წევრებს ელოდებიან, იხსენებენ ძველ საინტერესო ისტორიებს, რომლებიც მათ თემს უკავშირდება. თითო ისტორიის ჩასაწერად რამდენჯერმე იბარებენ მოზარდებს, აშკარაა რომ მათ ქონდათ თემში მცხოვრებ ადამიანებთან კომუნიკაციის დეფიციტი, რაც ამ პროექტის აქტივობებმა შეავსო. პროექტმა შეკრა სამი თაობის ადამიანები. სოფელში გაჩნდა აქტიური ადამიანების გუნდი. პროექტის დირექტორი ქეთევან ქადიეშვილს რესპოდენტები ლექსებსაც კი უძღვნიან.

  10. საინიციატივო ჯგუფი “მზიანი” პროექტის სახელწოდება: “ჯანსაღი ცხოვრების წესი, აქტიური ახალგაზრდები” პროექტის საერთო ღირებულება: 630 ლარი ფონდიდან მოთხოვნილი თანხა: 500 ლარი თანადაფინანსება: 130 ლარი(საკუთარი წვლილი) მიზანი: თემში ახალგაზრდების გააქტიურება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, თემთაშორისი ურთიერთობის გაღრმავება, თემში სპორტული შეჯიბრებებისთვის სივრცის შექმნა. კობა კიღურაძე

  11. მონიტორინგი და მიმდინარე შედეგები ს. მზიანის საინიციატივო ჯგუფის პროექტის მონიტორინგისას წავაწყდით პრობლემას, პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში არც ერთი გოგონა არ მონაწილეობდა. პრობლემის აღმოსაფხვრელად შევკრიბეთ პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი და კიდევ ერთხელ ავუხსენით , თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოფლის პროექტში გოგონების მონაწილეობა, მათ ასევე გავაცანით, რომ თუკი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებდნენ , გამოვცვლიდით პროექტის დირექტორს, მათ ამ ყვალაფრის მოსაგვარებლად მივეცით ერთ კვირიანი ვადა. შემდეგი მონიტორინგისას მდგომარეობა ამ კუთხით გამოსწორებული დაგვხვდა. საქმეში ჩავრთეთ სოფელ ასკანის რწმუნებულის აპარატი. ს. მზიანი ძალიან პატარა სოფელია, მოსახლეობაც მცირეა, პროექტის ხელმძღვანელი კობა კიღურაძე არ ელოდა სოფლის მოსახლეობიდან ინერტულობას. ამ ეტაპზე ჩატარტებულია 2 შეჯიბრი, ტენისსა და ფეხბურთში, სულ ტენისის ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 26-მა ვაჟმა და 8-მა გოგონამ ფეხბურთის ჩემპიონატში ჩართული იყო 4 სოფელი, სულ მონაწილეობა მიიღო 80-მდე ახალგაზრდამ, აგვისტოს პირველ ნახევარში დაგეგმილია გოგონათა გუნდების შეჯიბრი ფრენბურთში. მონიტორინგთან ერთად ს. მზიანში შედგა ფილმის ჩვენება: “შემგროვებელი ბილი”-(თემში მცხოვრები მოსახლეობის მობილიზაციის საუკეთესო მაგალითი)

  12. დვაბზუს საინიციატივო ჯგუფი: “განათლებული თაობა” პროექტის სახელწოდება: “ვიცავთ გოგონების უფლებებს” პროექტის საერთო ღირებულება: 740 ლარი ფონდიდან მოთხოვნილი თანხა: 500 ლარი თანადაფინანსება: 250 ლარი (საკუთარი წვლილი) მიზანი: გოგონებში ქალთა უფლებების კუთხით ცნობიერების ამაღლება, ნაადრევი ქორწინების პრევენცია ინგა ფრანგულაშვილი

  13. მონიტორინგი და მიმდინარე შედეგები • განმახორციელებელი ჯგუფი ჩაერთო პროექტში “თავისუფალი ჩვენებები”, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა 6-ჯერ ფილმების (“მშვიდობის მტრედი”, “მხოლოდ იმიტომ რომ მიყვარდი”, “აქ და იქ”, “წითელო ტორპედო” , “გრძელი ნათელი დღეები”, “რა ვიცი”ჩვენება, ძირითადად შერჩეული ქონდათ ფილმები ქალთა უფრლებების დაცვის კუთხით. ფილმების შერჩევასა და ჩვენებაში ვეხმარებოდით ტექნიკური საშუალებებით. სულ ფილმების ჩვენებას ესწრებოდა 76 მოზარდი. • შერჩეულია 6 რესპოდენტი ქალი(სამი არასრულწლოვანი დაქორწინებული გოგონა, 2 ქალბატონი და ერთი სტუდენტი) ამ ეტაპზე ჯგუფი მუშაობს კითხვების შერჩევაზე. • აგვისტოს ბოლოდან დაგეგმილია სემინარების კურსი, რომელსაც გაუძღვება სოფლის ექიმი თამარ თალაკვაძე, ფსიქოლოგი თამთა დოლიძე(მოხალისეობრივად) • შედეგები: კლუბი “განათლებული თაობა” უკვე მესამე პროექტს ახორციელებს, კლუბის ახალგაზრდები უკვე შესაძლებელია თამამად ვთქვათ არიან ჩამოყალიბებული და მოაზროვნე ახალგაზრდები.აქვთ პოტენციალი ჩამოყალიბდნენ როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს ახალგაზრდული მიმართულებით სოფლისთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტისთვის.

  14. ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება: • მერი ბ. ძალადობის მსხვერპლი, დასრულდა განქორწინებით, მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის შედეგად გოგონა გადავიდა ქირით, 2 თვის ქირა გადაუხადა გამგეობამ, შემდგომში დაკმაყოფილებული იქნება ბინით(მიმდინარეობს ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია შეჭირვებულთთა განსახლებისთვის). • ირინა გ.მოძალადეს მიესაჯა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა • ნატალია ნ.-ეროვნებით რუსი, 2 შვილის დედა, მესამე ბავშვზე ფეხმძიმედ აღმოჩნდა ქუჩაში. ჩვენი დახმარებით დღეისათვის ნატალიასაც მუნიციპალიტეტმა დაუფარა ბინის ქირის ხარჯი, ექიმის, წამლებისა და კვების თანხების შესაგროვებლად მოეწყო საქველმოქმედო აქცია ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ოზურგეთის კომიტეტთან ერთად, დაიდო ინფორმაცია სოციალურ ქსელში facebook-ზე, ოზურგეთის ტერიტორიაზე სავაჭრო მაღაზიების, მოქალაქეების დახმარებით სულ შეგროვდა 195 ლარი, რომელიც სრულად მოხმარდა ნატალიას გადაუდებელი დახმარებას • მზია მ. მოგვმართა განცხადებით, თუმცა პოლიციის გამოძახებაზე უარზე დადგა. • დარეჯან უ/დაგვიკავშირდა ძალადობის ცხელი ხაზის ოპერატორი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ს. ჩიბათში მცხოვრებ ქალბატონთან დაკავშირებით. მოვახერხეთ ქალბატონთან გასაუბრება, სახლიდან 3 შვილით გამოქცეული თავს მეზობეთან აფარებდა, ვთხოვეთ პოლიცია გამოეძახებინა, დაგვთანხმდა, თუმცა ხელმეორედ გადავურეკეთ და არ პასუხობდა ტელეფონზე, იძულებული გავხდით პოლიცია თავად გამოგვეძახებინა. პოლიციამ მყისვე გააკეთა რეაგირება, ქალბატონმა კი უარყო ძალადობის ფაქტი.

  15. გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭო პროექტი ხორციელდება ფონდი სოხუმის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებთ ოზურგეთის თემთა გართიანების მუნიციპალიტეტი. ჩვენი ორგანიზაცია ამ პროექტში მოიაზრება, როგორც პარტნიორი. • პროგრამის ფარგლებში მივიღე ტრენერის სერთიფიკატი • ჩვვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე თემთა გაერთიანების საკრებულოს მიეწოდა რეკომენდაციები. • სექტემბრიდან დაგეგმილია ოზურგეთის ყველა სკოლაში მოზარდებისათვის და სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ტრენინგების კურსი გენდერულ თანასწორობაზე

  16. 1 ივნისი-ბავშვთა დაცვის დღე. გთსკ-ქრგ

  17. შ.შ.მ პირთა რეაბილიტაციის ცენტრი

  18. საქველმოქმედო აქცია-”ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე”

  19. EVS ევროპელი მოხალისეების პროექტის დახურვა

  20. თემატური მიმართულება:„გენდერული დემოკრატია“  პროექტის სათაური: „ვსაუბრობთ და ვმოქმედებთ გენდერულ ძალადობის დასაძლევად“ პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი:22 604 € პროექტი უნდა განხორციელდეს ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში

  21. დაგეგმილი პროექტები • ერასმუსი-ევროპული მოხალისების სერვისის მისაღებად ოქტომბერში დაგეგმილია პროექტის გაგზავნა • 15 სექტემბერს შეგვაქვს პროექტი ქალთა ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ორგანიზაციული განვითარებისთვის

  22. კომუნიკაცია -ახალი კონტაქტები • საზოგადოებრივი ორგანიზაცია- “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” • NDA-სექტემბრიდან ორგანიზაციის თანამშრომლები გადამზადდებიან სხვადასხვა მიმართულებით ( ორგანიზაციული განვითარებისთვის). • გურიის შშმპ სარეაბილიტაციო ცენტრი • NPARD-ის პროექტში მოსახლეობის კონსულტაციები, შეხვედრების ორგანიზება ფერმერ ქალებთან

  23. ყურადღებისთვის!

More Related