1 / 29

ლექცია # 1 გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში

ლექცია # 1 გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში. ალექსანდრე ბარამიძე proeqti xorcieldeba proeqts axorcielebs evraziis evrokavSiris finansuri proeqtis partniori TanamSromlobis fondi mxardaWeriT. გამოხატვის თავისუფლება: ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლება.

evette
Télécharger la présentation

ლექცია # 1 გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში

An Image/Link below is provided (as is) to download presentation Download Policy: Content on the Website is provided to you AS IS for your information and personal use and may not be sold / licensed / shared on other websites without getting consent from its author. Content is provided to you AS IS for your information and personal use only. Download presentation by click this link. While downloading, if for some reason you are not able to download a presentation, the publisher may have deleted the file from their server. During download, if you can't get a presentation, the file might be deleted by the publisher.

E N D

Presentation Transcript


  1. ლექცია #1გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ალექსანდრე ბარამიძე proeqtixorcieldebaproeqtsaxorcielebsevraziis evrokavSirisfinansuriproeqtispartnioriTanamSromlobisfondi mxardaWeriT

  2. გამოხატვის თავისუფლება: ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლება • გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. • გამოხატვის თავისუფლების ისტორიული წინაპარი სიტყვისა და პრესის თავისუფლებაა. • ამ თავისუფლების სათავეებს შუასაუკუნეების შემდგომი პერიოდის ინგლისში მივყავართ.

  3. გამოხატვის ფორმები • სიტყვისა და პრესის თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას გამოხატოს თავისი აზრი ვერბალური – ზეპირი ან წერილობითი საშუალებებით. • გამოხატვის თავისუფლება უფრო ზოგადი ტერმინია და მოიცავს ადამიანის მიერ თავისი აზრის გამოხატვას არავერბალური საშუალებებითაც, როგორებიცაა: • ჟესტი, მიმიკა, სხეულის ენის გამოხატვის სხვა ფორმები • სიმბოლური მეტყველება • გრაფიკული და ვიზუალური საშუალებები: კარიკატურა, ფოტოგრაფია, ფოტოგრაფია, კინემატოგრაფი • გამოხატვის ყველა ეს ფორმა ისევე დაცულია, როგორც სიტყვა, როგორც ასეთი.

  4. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის აქტები • გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის გლობალური და რეგიონალური აქტებით, როგორებიცაა: • გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948 წ.) • საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (1966 წ.) • ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია (1950 წ.)

  5. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე–19 მუხლი • ÚÏÅÄË ÀÃÀÌÉÀÍÓ ÀØÅÓ Ö×ËÄÁÀ ÌÒßÀÌÓÉÓ(არასწორი თარგმანია: უნდა იყოს აზრი)ÈÀÅÉÓÖ×ËÄÁÉÓÀ ÃÀ ÌÉÓÉ ÈÀÅÉÓÖ×ËÀÃÂÀÌÏÈØÌÉÓÀ; • ÄÓ Ö×ËÄÁÀ ÌÏÉÝÀÅÓ ÀÃÀÌÉÀÍÉÓ ÈÀÅÉÓÖ×ËÄÁÀÓ ÃÀÖÁÒÊÏËÄÁËÀà ÉØÏÍÉÏÓÈÀÅÉÓÉ ÌÒßÀÌÓÉ ÃÀ ÄÞÉÏÓ, ÌÉÉÙÏÓ ÃÀ ÂÀÀÅÒÝÄËÏÓ ÉÍ×ÏÒÌÀÝÉÀ ÃÀ ÉÃÄÄÁÉÚÏÅÄËÂÅÀÒÉ ÓÀÛÖÀËÄÁÄÁÉÈ ÃÀ ÓÀáÄËÌßÉ×Ï ÓÀÆÙÅÒÄÁÉÓÀÂÀÍ ÃÀÌÏÖÊÉÃÄÁËÀÃ.

  6. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, მუხლი 19 1. ÈÉÈÏÄÖË ÀÃÀÌÉÀÍÓ ÀØÅÓ Ö×ËÄÁÀ ÃÀÖÁÒÊÏËÄÁËÀà äØÏÍÃÄÓ ÓÀÊÖÈÀÒÉÀÆÒÉ. 2. ÈÉÈÏÄÖË ÀÃÀÌÉÀÍÓ ÀØÅÓ Ö×ËÄÁÀ ÈÀÅÉÓÖ×ËÀà ÂÀÌÏÈØÅÀÓ ÈÀÅÉÓÉ ÀÆÒÉ; ÄÓÖ×ËÄÁÀ ÛÄÉÝÀÅÓ ÈÀÅÉÓÖ×ËÄÁÀÓ, ÒÏÌ ÓÀáÄËÌßÉ×Ï ÓÀÆÙÅÒÄÁÉÓ ÌÉÖáÄÃÀÅÀà ÄÞÉÏÓ,ÌÉÉÙÏÓ ÃÀ ÂÀÀÅÒÝÄËÏÓ ÚÏÅÄËÂÅÀÒÉ ÉÍ×ÏÒÌÀÝÉÀ ÆÄÐÉÒÀÃ, ßÄÒÉËÏÁÉÈ ÈÖ ÐÒÄÓÉÓÀÃÀ ÂÀÌÏáÀÔÅÉÓÌáÀÔÅÒÖËÉ ×ÏÒÌÄÁÉÓ ÓÀÛÖÀËÄÁÉÈ ÀÍ ÓáÅÀ ÓÀÛÖÀËÄÁÉÈ ÓÀÊÖÈÀÒÉÀÒÜÄÅÀÍÉÈ. 3. ÀÌ ÌÖáËÉÓ ÌÄ –2 ÐÖÍØÔÉÈ ÂÀÈÅÀËÉÓßÉÍÄÁÖËÉ Ö×ËÄÁÄÁÉÈ ÓÀÒÂÄÁËÏÁÀÂÀÍÓÀÊÖÈÒÄÁÖË ÌÏÅÀËÄÏÁÀÓ ÃÀ ÂÀÍÓÀÊÖÈÒÄÁÖË ÐÀÓÖáÉÓÌÂÄÁËÏÁÀÓ ÀÊÉÓÒÄÁÓ.ÌÀÛÀÓÀÃÀÌÄ, ÉÂÉ ÛÄÉÞËÄÁÀ ÃÀÊÀÅÛÉÒÄÁÖËÉ ÉÚÏÓ ÆÏÂÉÄÒÈ ÛÄÆღÖÃÅÀÓÈÀÍ,ÒÏÌËÄÁÉÝ ÖÍÃÀ ÉÚÏÓ ÊÀÍÏÍÉ ÃÀÃÂÄÍÉËÉ ÃÀ ÀÖÝÉËÄÁÄËÉ: a) ÓáÅÀ ÐÉÒÈÀ Ö×ËÄÁÄÁÉÓÀ ÃÀ ÒÄÐÖÔÀÝÉÉÓ ÐÀÔÉÅÉÓÝÄÌÉÓÀÈÅÉÓ; b) ÓÀáÄËÌßÉ×Ï ÖÛÉÛÒÏÄÁÉÓ, ÓÀÆÏÂÀÃÏÄÁÒÉÅÉ ßÄÓÒÉÂÉÓ, ÌÏÓÀáËÄÏÁÉÓãÀÍÌÒÈÄËÏÁÉÓÀ ÈÖ ÆÍÄÏÁÉÓ ÃÀÓÀÝÀÅÀÃ.

  7. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–10 მუხლი 1. ÚÅÄËÀÓ ÀØÅÓ Ö×ËÄÁÀ ÂÀÌÏáÀÔÅÉÓ ÈÀÅÉÓÖ×ËÄÁÉÓÀ. ÄÓ Ö×ËÄÁÀ ÌÏÉÝÀÅÓ ÐÉÒÉÓÈÀÅÉÓÖ×ËÄÁÀÓ, äØÏÍÃÄÓÛÄáÄÃÖËÄÁÄÁÉ, ÌÉÉÙÏÓ ÀÍ ÂÀÀÅÒÝÄËÏÓ ÉÍ×ÏÒÌÀÝÉÀ ÈÖÌÏÓÀÆÒÄÁÄÁÉ ÓÀãÀÒÏáÄËÉÓÖ×ËÄÁÉÓ ÜÀÖÒÄÅËÀà ÃÀ ÓÀáÄËÌßÉ×Ï ÓÀÆÙÅÒÄÁÉÓÌÉÖáÄÃÀÅÀÃ. ÄÓ ÌÖáËÉáÄËÓ ÀÒ ÖÛËÉÓ ÓÀáÄËÌßÉ×ÏÄÁÓ, ÂÀÍÀáÏÒÝÉÄËÏÍÒÀÃÉÏÌÀÖßÚÄÁËÏÁÉÓ, ÓÀÔÄËÄÅÉÆÉÏ ÀÍ ÊÉÍÄÌÀÔÏÂÒÀ×ÉÖË ÓÀßÀÒÌÏÈÀ ËÉÝÄÍÆÉÒÄÁÀ. 2. ÀÌ ÈÀÅÉÓÖ×ËÄÁÀÈÀ ÂÀÍáÏÒÝÉÄËÄÁÀ, ÒÀÌÃÄÍÀÃÀÝ ÉÓ ÂÀÍÖÚÏ×ÄËÉÀÛÄÓÀÁÀÌÉÓÉ ÅÀËÃÄÁÖËÄÁÉÓÀ ÃÀ ÐÀÓÖáÉÓÌÂÄÁËÏÁÉÓÀÂÀÍ, ÛÄÉÞËÄÁÀ ÃÀÄØÅÄÌÃÄÁÀÒÏÓÉÓÄÈ ßÄÓÄÁÓ, ÐÉÒÏÁÄÁÓ, ÛÄÆÙÖÃÅÄÁÓ ÀÍ ÓÀÍØÝÉÄÁÓ, ÒÏÌËÄÁÉÝ ÂÀÈÅÀËÉÓßÉÍÄÁÖËÉÀÊÀÍÏÍÉÈ ÃÀ ÀÖÝÉËÄÁÄËÉÀ ÃÄÌÏÊÒÀÔÉÖË ÓÀÆÏÂÀÃÏÄÁÀÛÉ ÄÒÏÅÍÖËÉ ÖÛÉÛÒÏÄÁÉÓ,ÔÄÒÉÔÏÒÉÖËÉ ÌÈËÉÀÍÏÁÉÓ ÀÍ ÓÀÆÏÂÀÃÏÄÁÒÉÅÉ ÖÓÀ×ÒÈáÏÄÁÉÓ ÉÍÔÄÒÄÓÄÁÉÓÀÈÅÉÓ,ÖßÄÓÒÉÂÏÁÉÓÀ ÈÖ ÃÀÍÀÛÀÖËÉÓ ÀÙÓÀÊÅÄÈÀÃ, ãÀÍÌÒÈÄËÏÁÉÓ ÀÍ ÌÏÒÀËÉÓ ÃÀÝÅÉÓÌÉÆÍÉÈ, ÓáÅÀÈÀ ÒÄÐÖÔÀÝÉÉÓ ÀÍ Ö×ËÄÁÄÁÉÓ ÃÀÓÀÝÀÅÀÃ, ÓÀÉÃÖÌËÏà ÌÉÙÄÁÖËÉÉÍ×ÏÒÌÀÝÉÉÓ ÂÀÌÑÙÀÅÍÄÁÉÓ ÈÀÅÉÃÀÍ ÀÓÀÝÉËÄÁËÀà ÀÍ ÓÀÓÀÌÒÈËÏ áÄËÉÓÖ×ËÄÁÉÓÀÅÔÏÒÉÔÄÔÉÓÀ ÃÀ ÌÉÖÊÄÒÞÏÄÁËÏÁÉÓ ÖÆÒÖÍÅÄËÓÀÚÏ×ÀÃ.

  8. გამოხატვის თავისუფლების კომპონენტები • ციტირებული სამი მუხლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლების კომპონენტებია: • აზრის ქონის უფლება • აზრის გამოხატვის უფლება სხვადასხვა ფორმების მეშვეობით • ინფორმაციის მიღების უფლება (სიტყვა “ინფორმაცია” ასევე მოიცავს “იდეებს”) • ინფორმაციის გავრცელების უფლება • ეს ყოველივე საზღვრების მიუხედავად

  9. ევროპული სასამართლო გამოხატვის თავისუფლების შესახებ • „გამოხატვის თავისუფლება [დემოკრატიული] საზოგადოების ერთ–ერთ აუცილებელ საფუძველს, მისი პროგრესის, თითოეული ადამიანის განვითარების ერთ–ერთ ძირითად პირობას წარმოადგენს... იგი მიესადაგება არა მხოლოდ ისეთ „ინფორმაციას“ ან „იდეებს“, რომლებსაც კეთილგანწყობით ღებულობენ, ან არ მიიჩნევენ შეურაცხმყოფელად, ანდა უბრალოდ ინდიფერენტულად ეკიდებიან, არამედ ისეთებსაც, რომლებიც შეურაცყოფენ, შოკს გვრიან ან აღიზიანებენ სახელმწიფოს ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილს. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც არ არსებობს „დემოკრატიული საზოგადოება“ (გადაწყვეტილება საქმეზე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, პ. 49).

  10. მედიის როლი • გამოხატვის თავისუფლების გარანტიები განსაკუთრებით მედიას ეხება. ევროპული სასამართლო გამუდმებით აღნიშნავს „პრესის გადამწყვეტ როლს სამართლებრივ სახელმწიფოში“. მედია, როგორც ასეთი სპეციალური დაცვის ქვეშ იმყოფება, რადგან იგი აწვდის საზოგადოებას „იმ ინფორმაციას და იდეებს, რომლებიც საჯარო ინტერესის სფეროს შეადგენს. არა მხოლოდ პრესას აკისრია ამგვარი ინფორმაციის და იდეების გადაცემის მისია: არამედ საზოგადოებას ასევე გააჩნია უფლება მიიღოს ის. ამის გარეშე პრესა ვერ შეასრულებდა „საზოგადოების ნაგაზის“ სასიცოცხლოდ აუცილებელ როლს“ („თურგეისონი ისლანდიის წინააღმდეგ“, პ. 63). • „პრესის თავისუფლება საზოგადოებას სთავაზობს ერთ–ერთ საუკეთესო საშუალებას იმისას, რათა შეიქმნას შეხედულება მისი პოლიტიკური ლიდერების იდეებისა და პოზიციების შესახებ. კერძოდ, იგი სთავაზობს პოლიტიკოსებს შესაძლებლობას, რათა იფიქრონ და კომენტარი გააკეთონ საზოგადოებრივი აზრისა და საზოგადოებაში არსებული შეხედულებების შესახებ; ამგვარად იგი საშუალებას აძლევს თითოეულ ადამიანს მონაწილეობა მიიღოს თავისუფალ პოლიტიკურ დებატებში, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების იდეის არსს წარმოადგენს.“ („კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ“, პ. 43).

  11. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა • მაგრამ გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება. • გაეროს პაქტის მე–19 მუხლი და ევროპული კონვენციის მე–10 მუხლი ასევე შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობასაც. • გაეროს პაქტის თანახმად აზრის ქონა შეზღუდვას არ ექვემდებარება. • ევროპული კონვენციის თანახმად კი შეზღუდვებს აზრის ქონაც ექვემდებარება.

  12. შეზღუდვის პირობები ევროპული კონვენციის მე–10 მუხლის თანახმად • ევროპული კონვენციის მე–10 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია თუ არსებობს შემდეგი სამი პირობა: • შეზღუდვა გათვალისწინებულია კანონით • შეზღუდვა ემსახურება რომელიმე ლეგიტიმურ მიზანს • შეზღუდვა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში • ამ სამი პირობიდან რომელიმეს უქონლობა შეზღუდვას უკანონის გახდის. • ამ სამ პირობას პირობითად ევროპული კონვენციის “სამწვეროვან ტესტს” ვუწოდებთ.

  13. რას ნიშნავს “გათვალისწინებულია კანონით”? • ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ფრაზა “გათვალისწინებულია კანონით”, პირველ რიგში, ნიშნავს, რომ შეზღუდვას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში. • სხვა სიტყვებით, უნდა არსებობდეს სამართლებრივი ნორმა, რომელიც კონკრეტულად ითვალისწინებს ამა თუ იმ სახის შეზღუდვას. • მაგალითად, თუ საქმე ეხება სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევას, აუცილებელია, რომ რომელიღაც კანონში გათვალისწინებული იქნეს ლიცენზიის ჩამორთმევა ამა თუ იმ გარემოებების არსებობის შემთხვევაში. • თუ საქმე ეხება მედიისთვის რაიმე თანხის დაკისრებას ცილისწამებისათვის, უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა არის ცილისწამება და რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს ცილისწამებისათვის.

  14. მაგრამ კანონის არსებობა თავისთავად საკმარისი არ არის! • არამედ თავად კანონი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს, იმისათვის, რომ იგი იმსახურებდეს ამ სახელს. • ევროპული სასამართლოს თანახმად, იმისათვის, რომ კანონი აკმაყოფილებდეს ევროპული კონვენციის მოთხოვნებს, იგი უნდა იყოს: ა) ხელმისაწვდომი; და ბ) წინასწარგანჭვრეტადი

  15. რას ნიშნავს ხელმისაწვდომობა? • ევროპული სასამართლოს თანახმად, კანონის ხელმისაწვდომობა ნიშნავს, რომ: „...კანონი უნდა იყოს საკმარისად ხელმისაწვდომი: მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ხელთ მოცემულ სიტუაციაში საკმარისი ორიენტირები, რათა გაერკვეს თუ სამართლის რომელი წესები შეეფარდება მოცემულ საქმეს.” („სანდი ტაიმსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, პ. 49). • ამგვარად, ხელმისაწვდომობა ნიშნავს, რომ მოქალაქისთვის ცნობილი უნდა იყოს კანონი, რომელიც მას რაიმე მოქმედებას ავალდებულებს ან უკრძალავს. • მოქალაქეს ვერ მოთხოვ ისეთი წესების შესრულებას, რომლებიც, მაგალითად, არ არის გამოქვეყნებული, ადმინისტრაციული ორგანოს შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი და სხვა. • ოღონდ ცხადია, რომ სათანადო წესით გამოქვეყნებული კანონის არცოდნა მისი დარღვევის გამართლებად ვერ გამოდგება.

  16. რას ნიშნავს წინასწარგანჭვრეტადობა? • ევროპული სასამართლოს განმარტებით, “...ნორმა არ შეიძლება ჩაითვალოს „კანონად“, თუ იგი არ არის ფორმულირებული საკმარისი სიზუსტით, რაც შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს არეგულიროს თავისი ქცევა: მას უნდა შეეძლოს – თუ საჭიროა , თუნდაც სათანადო კონსულტაციის საფუძველზე – წინასწარ განჭვრიტოს... შედეგები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს მის ქმედებებს.“ („სანდი ტაიმსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, პ. 49). • მაშასადამე, წინასწაგანჭვრეტადობა ნიშნავს, რომ კანონი უნდა იყოს “გასაგები”, როგორც მინიმუმ იურისტისათვის. • კანონი არ უნდა იყოს ფორმულირებული იმდენად ბუნდოვნად, გაუგებრად და ზოგადად, რომ ადამიანმა ვერ შეძლოს თავისი ქცევის შესაძლო შედეგების წინასწარ განჭვრეტა და პროგნოზირება. • მეორე მხრივ, ევროპული სასამართლო აღიარებს, რომ აბსოლუტურ სიზუსტეს ვერცერთ კანონს ვერ მოთხოვ, რადგან კანონი გარკვეულ წილად ყოველთვის შეიცავს აბსტრაქტულობის გარკვეულ ხარისხს.

  17. თვითნებური გამოყენების შეუძლებლობის მოთხოვნა • საქმეში “მელოუნი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ” ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ პირობა “გათვალისწინებულია კანონით” არ იქნება დაკმაყოფილებული, თუ კანონი ხელისუფლების ორგანოებს მეტისმეტად ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებებს გადასცემს და, ამასთანავე, არ უზრუნველყოფს ძალაუფლების გადამეტების საწინააღმდეგოდ სათანადო დამცავი მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას. • მოცემული საქმე ეხებოდა პოლიციის მიერ პირის სატელეფონო საუბრების მოსმენას. ევროპული სასამართლოს თქმით, ინგლისის და უელსის კანონი, რომელიც ფარულ მოსმენებს არეგულირებდა, იმდენად ბუნდოვანი იყო, რომ საკმარისი სიზუსტით არ ადგენდა სამართალდამაცავი ორგანოების დისკრეციული უფლებამოსილებების ფარგლებს. • სხვა სიტყვებით, კანონი მეტისმეტად ფართო უფლებამოსილებებს ანიჭებდა პოლიციას და ამ უკანასკნელის მიერ ძალაუფლების გადამეტებისათვის ძალზე ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა.

  18. აშშ–ს უზენაესი სასამართლოს “ბუნდოვანი კანონების დოქტრინა” • ანალოგიური პრაქტიკა აქვს აშშ–ს უზენაეს სასამართლოსაც, რომლის მიერ დადგენილი სტანდარტები აშშ–ს კონსტიტუციის პირველ შესწორებასთან დაკავშირებით (რომელიც სხვა თავისუფლებებთან ერთად სიტყვისა და პრესის თავისუფლებასაც უზრუნველყოფს) ხშირად სხვა ქვეყნებისთის და რეგიონებისთვის სამაგალითო გამხდარა. აი, რას ამბობს აშშ–ს უზენაესი სასამართლო თავის ერთ გადაწყვეტილებაში: • „ბუნდოვანი კანონები რამოდენიმე მნიშვნელოვან ღირებულებას აუფასურებს. პირველ რიგში, რადგან ჩვენ ვუშვებთ, რომ ადამიანი თავისუფალია თავად გააკეთოს არჩევანი კანონიერ და უკანონო ქცევას შორის, ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონმა უნდა მისცეს ჩვეულებრივი ინტელექტის მქონე ადამიანს გონივრული შესაძლებლობა იცოდეს, თუ რა არის აკრძალული, რათა ისიც შესაბამისად მოიქცეს. ბუნდოვან კანონს შეუძლია მახეში გააბას უდანაშაულო ადამიანი, რადგან იგი სათანადო გაფრთხილებას ადამიანს არ აძლევს. მეორე, თუ გვსურს, რომ თავიდან ავიცილოთ [კანონის] თვითნებური და დისკრიმინაციული აღსრულება, კანონმა უნდა მისცეს მკაფიო მითითებები მათ, ვინც უნდა აღასრულოს კანონი. ბუნდოვანი კანონი ყოვლად დაუშვებლად გადასცემს პოლიციელებს, მოსამართლეებს, და ნაფიც მსაჯულებს ფართო უფლებამოსილებას მიიღონ გადაწყვეტილებები გარემოებებიდან გამომდინარე და სუბიექტურად, რაც თვითნებობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებს ქმნის. მესამე, რაც ნათქვამს ეხმიანება, როდესაც ბუნდოვანი კანონი „პირველი შესწორებით გარანტირებულ ი თავისუფლებების ფაქიზ სფეროებს ეხება“, იგი „ამ თავისუფლებებით სარგებლობის სურვილს ანელებს“. გაუგებარი სიტყვები გარდაუვალად უბიძგებს მოქალაქეებს „აკრძალული ზონისგან თავი გაცილებით უფრო შორს დაიჭირონ“, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, ამ ზონის საზღვრები მკაფიოდ რომ ყოფილიყო განსაზღვრული“. (“გრეინდი ქალაქ როკფორდის წინააღმდეგ”).

  19. “ლეგიტიმური მიზნები” • ევროპული კონვენციის მე–10 მუხლის მე–2 პუნქტში მოცემულია ამომწურავი სია იმ მიზნებისა, რომლებსაც შეიძლება ემსახურებოდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ეს მიზნებია: • ÄÒÏÅÍÖËÉ ÖÛÉÛÒÏÄÁა • ÔÄÒÉÔÏÒÉÖËÉ ÌÈËÉÀÍÏÁა • ÓÀÆÏÂÀÃÏÄÁÒÉÅÉ ÖÓÀ×ÒÈáÏÄÁა • ÖßÄÓÒÉÂÏÁÉÓÀ ÈÖ ÃÀÍÀÛÀÖËÉÓ ÀÙÊÅÄÈÀ • ãÀÍÌÒÈÄËÏÁÉÓ ÀÍ ÌÏÒÀËÉÓ ÃÀÝÅა • ÓáÅÀÈÀ ÒÄÐÖÔÀÝÉÉÓ ÀÍ Ö×ËÄÁÄÁÉÓ ÃÀÝÅÀ • ÓÀÉÃÖÌËÏà ÌÉÙÄÁÖËÉÉÍ×ÏÒÌÀÝÉÉÓ ÂÀÌÑÙÀÅÍÄÁÉÓ ÈÀÅÉÃÀÍ ÀÝÉËÄÁÀ • ÓÀÓÀÌÀÒÈËÏ áÄËÉÓÖ×ËÄÁÉÓÀÅÔÏÒÉÔÄÔÉÓÀ ÃÀ ÌÉÖÊÄÒÞÏÄÁËÏÁÉÓ ÖÆÒÖÍÅÄËÚÏ×À • რაიმე სხვა მიზნით, გარდა ზემოთჩამოთვლებისა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია. • მეორე ლექციაში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ იმის თაობაზე, თუ რა პრაქტიკა გააჩნია ევროპულ სასამართლოს და აშშ–ს უზენაეს სასამართლოს ამ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით.

  20. “აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში” • დაბოლოს, ევროპული კონვენციის სამწვერა ტესტის ბოლო ელემენტი არის ფრაზა “აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში”. • ანუ, იმისათვის, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული რაიმე მოქმედება კანონიერი იყოს, გარდა იმისა, რომ იგი უნდა გათვალისწინებული იყოს კანონით და ემსახურებოდეს რომელიღაც ლეგიტიმურ მიზანს, იგი ასევე აუცილებელიც უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. • ეს პირობა სამთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ ევროპული სასამართლო, როგორც წესი, თავის გადაწყვეტილებებში სხვაზე მეტ ადგილს სწორედ იმ საკითხზე მსჯელობას უთმობს, თუ რამდენად იყო დაცული “შეზღუდვის აუცილებლობის” პირობა. • ძალიან ბევრ შემთხვევაში, როდესაც “კანონთან” და “ლეგიტიმურ მიზნებთან” მიმართებით პრობლემები არ ყოფილა, ევროპულ სასამართლოს სწორედ იმიტომ უღიარებია სახელმწიფოს მიერ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტი, რომ შეზღუდვა არ იყო “აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში”.

  21. რას ნიშნავს სიტყვა “აუცილებელი”? • სიტყვა „აუცილებელთან“ დაკავშირებით ევროპულ სასამართლოს შემდეგი კომენტარი აქვს გაკეთებული: • „მართალია ზედსართავი სახელი „აუცილებელი“, იმ მნიშვნელობით, როგორითაც იგი მე–10 მუხლის მე–2 პუნქტშია ნახსენები, არ არის სიტყვის „შეუცვლელის“ სინონიმი, იგი არც იმდენად მსუბუქია, როგორც მაგალითად სიტყვები: „დასაშვები“, „ჩვეულებრივი“, „სასარგებლო“, „გონივრული“ ან „სასურველი“. („სანდი ტაიმსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, პ. 59).

  22. რას ნიშნავს “დემოკრატიული საზოგადოება”? • რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ევროპულ სასამართლოს არასდროს მოუცია განმარტება, თუ რას ნიშნავს “დემოკრატიული საზოგადოება”. • თუმცა, როგორც ზემოთ უკვე ვნახეთ, – არსებობს გარკვეული კრიტერიუმები – პლურალიზმი, ტოლერანტობა და შემწყნარებლობა – რომლებიც ევროპულ სასამართლოს დემოკრატიული საზოგადოების ატრიბუტებად მიაჩნია.

  23. აუცილებლობის საზომები • თუმცა, რამდენადაც კარგად არ უნდა გვესმოდეს ფრაზის “აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში” თითოეული ელემენტის სიტყვა–სიტყვითი მნიშვნელობა, მისი იურიდიული შინაარსი ჯერ კიდევ გაუგებარი რჩება. • ამგვარი შინაარსი, ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად, შეიძლება დადგენილ იქნეს შემდეგი სამი საზომის მეშვეობით: ა) თუ რამდენად არსებობს შეზღუდვის “მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება”; ბ) თუ რამდენად “თანაზომიერია” შეზღუდვა იმ ლეგიტიმური მიზნისა, რომელსაც ემსაზურება; გ) თუ რამდენად “შესახებია და საკმარისი” მიზეზები, რომელთა გამოც იქნა გამოყენებული შეზღუდვა. (“ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ”, პპ. 39–40).

  24. აუცილებლობის საზომები სასამართლოს პრაქტიკაში • “სანდი ტაიმსის” საქმეში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება იმისა, რომ ინგლისურ სასამართლოს აეკრძალა გაზეთისათვის საზოგადოებისთვის ძალზე საჭირბოროტო საკითხებზე პუბლიკაციების გამოქვეყნება. • იქვე სასამართლომ აღნიშნა, რომ ინგლისური სასამართლოს მიერ გაზეთისთვის პუბლიკაციების აკრძალვა არაპროპორციული ზომა იყო. • საქმე ეხებოდა გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ერთი ფარმაკოლოგიური კომპანიის მიერ გამოშვებული პროდუქტის შესახებ, რომელმაც სავალალო შედეგები მოუტანა ფეხმძიმე ქალებს და მათ ნაყოფს.

  25. აუცილებლობის საზომები სასამართლოს პრაქტიკაში • საქმეში “კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ”, რომელიც შეეხებოდა პოლიტიკოსის მიმართ განხორციელებულ სისხლისსამართლებრივ ზომებს მის მიერ მთავრობის საწინააღმდეგოდ გამოთქმული შეხედულებების გამო, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მთავრობის მიმართ დასაშვები კრიტიკის ზღვარი გაცილებით ფართოა, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქის ან თუნდაც პოლიტიკოსის მიმართ. • აქედან გამომდინარე, პოლიტიკური დებატების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი ზომების გამოყენება არაპროპორციული სანქციაა ესპანეთის მთავრობის მიერ დეკლარირებული ლეგიტიმური მიზნისა, რომელიც მთავრობის რეპუტაციის დაცვაში მდგომარეობდა.

  26. აუცილებლობის საზომები სასამართლოს პრაქტიკაში • მეორე მხრივ, საქმეში “ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ” ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სექსუალური შინაარსის სახელმძღვანელოს ამოღება ინგლისური სკოლებიდან და მისი გამომცემლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება სავსებით შეესაბამებოდა საზოგადოებრივი მორალის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს, რადგან მორალის სფეროში ევროპის თითოეულ ქვეყანას თავისი სტანდარტები გააჩნია. • ანალოგიურად, საქმეში “ოტო პრემინგერის ინსტიტუტი ავსტრიის წინააღმდეგ” ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მორწმუნე კათოლიკების რელიგიური გრძნობების შეურაცმყოფელი ფილმის აკრძალვა და ამოღება ქვეყნის იმ რეგიონში, სადაც მოსახლეობის 87% კათოლიკე იყო, არ ეწინააღმდეგებოდა მწვავე საზოგადოებრივი მოთხოვნილების მოთხოვნებს. უფრო მეტიც, ასეთი ზომა სავსებით პროპორციული იყო საზოგადოებრივი წესრიგის ლეგიტიმური მიზნისა.

  27. შეფასების თავისუფლების არე • საკითხი, თუ რამდენად არსებობს ან არ არსებობს თითოეულ ცალკეულ შემთხვევაში მწვავე საზოგადოებრივი მოთხოვნილება იმისა, რომ სახელმწიფო ჩაერიოს ინდივიდის უფლებებსა და თავისუფლებებში ან, თუ ამგვარი არსებობს, რამდენად პროპორციული იყო ჩარევა დეკლარირებულ ლეგიტიმიურ მიზანთან, მნიშვნელოვან წილად, სუბიექტური შეფასების საკითხია. • ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სახელმწიფოებს გააჩნიათ გარკვეული შეფასების თავისუფლების არე (margin of appreciation), რომლის ფარგლებშიც შეუძლიათ მათ მიიღონ გადაწყვეტილება ინდივიდის უფლებებში ჩარევასთან დაკავშირებით. ამგვარი შეფასების თავისუფლების არე ზოგან უფრო ფართოა, ზოგან კი უფრო ვიწრო. • ერთ–ერთი სფერო, სადაც სახელმწიფო ფართო შეფასების თავისუფლებით სარგებლობს, საზოგადოებრივი მორალის დაცვაა. ამის მიზეზი, როგორც უკვე ითქვა, ის არის, რომ ევროპის ქვეყნებს სხვადასხვა წარმოდგენები აქვთ მორალის შესახებ. • ის, რაც მორალური თვალსაზრისით სავსებით მისაღებია ერთ ქვეყანაში, შეიძლება არ იყოს მისაღები სხვა ქვეყნებში. სწორედ ამიტომ ზემოთმითითებულ “ჰენდისაიდის” საქმეში სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში მომჩივანის აპელირება იმ ფაქტზე, რომ მსგავსი სახელმძღვანელოები, შესაბამისი სექსუალური ხასიათის მასალით, გამოქყვენდა სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად დანიაში და სხვა.

  28. ადამიანის უფლებათა ადგილი საერთაშორისო სამართლის სისტემაში • პირველი ლექციის დასასრულს, უპრიანი იქნებოდა იმის აღნიშვნა, თუ რა ადგილი უკავია ადამიანის უფლებათა სამართალს საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული სამართლის სისტემებში. • საერთაშორისო სამართლის მხრივ, ყველაფერი თვალსაჩინოა: გაეროს პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია საერთაშორისო ხელშეკრულებებს წარმოადგენს. მაშასადამე მათი დარღვევისათვის სახელმწიფო პასუხის აგებს ამ ხელშეკრულებების მონაწილე სხვა სახელმწიფოების წინაშე. • გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ძალით ასევე სავალდებულო დოკუმენტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მისი დამრღვევი სახელმწიფო პასუხს აგებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.

  29. ადამიანის უფლებათა ადგილი საქართველოს ეროვნული სამართლის სისტემაში ამ კითხვაზე პასუხს სცემს საქართველოს კონსტიტუცია: მუხლი 6 2. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. მუხლი 7 სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

More Related