1 / 17

RmerTo ra tkbili jvaria ,

RmerTo ra tkbili jvaria ,. roca samSoblos sWirdebi. რა შობს სამშობლოსთვის თავგანწირვას? სიყვარული, ყოველისმომცველი, უსაზღვრო, ოღონდ სიყვარული უზენაესი ჭეშმარიტებისადმი. ესენი არიან მთაწმინდის დახავსებული კედლები, გელათის, იყალთოსა და კიპარისების მისტიური სიჩუმე.

seda
Télécharger la présentation

RmerTo ra tkbili jvaria ,

An Image/Link below is provided (as is) to download presentation Download Policy: Content on the Website is provided to you AS IS for your information and personal use and may not be sold / licensed / shared on other websites without getting consent from its author. Content is provided to you AS IS for your information and personal use only. Download presentation by click this link. While downloading, if for some reason you are not able to download a presentation, the publisher may have deleted the file from their server. During download, if you can't get a presentation, the file might be deleted by the publisher.

E N D

Presentation Transcript


  1. RmerToratkbilijvaria, rocasamSoblossWirdebi...

  2. რა შობს სამშობლოსთვის თავგანწირვას? სიყვარული, ყოველისმომცველი, უსაზღვრო, ოღონდ სიყვარული უზენაესი ჭეშმარიტებისადმი. ესენი არიან მთაწმინდის დახავსებული კედლები, გელათის, იყალთოსა და კიპარისების მისტიური სიჩუმე. სამშობლოსათვის თავგანწირვაშია ქართული ისტორიის პათოსი და როდესაც დაუფიქრდები: რამ მოიყვანა ქართველი ერი დღემდე? რწმუნდები რომ მხოლოდ ამ თავისებურებამ. რა არის ეს ძირითადი თვისება რაც განსაზღვრავს ჩვენი ერის ინდივიდუალურ ხასითს, პასუხს იძლევა ქართველი რჩეული ადამიანების ბიოგრაფია, მათი ბედის და აღსასრულის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას, საგულდაგულოდ მიწაში მარხავდა და ერის ხსოვნიდან შლიდა საბჭოთა ისტორიოგრაფია, რათა ერი არ გამოღვიძებულიყო უგემური ძილისაგან და ამ საგანძურით გამოფხიზლებულს არ ეზრუნა საკუთარ კეთილდღეობასა და ხელახლად აღორძინებაზე! უდიდეს ქართველ მოაზროვნეს და ამაგდარმოღვაწეს ექვთიმე თაყაიშვილს „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ უწოდა კონსტანტინე გამსახურდიამ, რადგან იგი თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე გრაალის მცველივით დარაჯობდა და ელოლიავებოდა ქართულ ეროვნულ საგანძუსრს და უმნიშვნელოვანეს სამუზეუმო ექსპონატებს,როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა 1863 წლის 5 იანვარს ოზურგთის რაიონის სოფ. ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში. 5 წლის დაობლდა - ჯერ მამა გარდაეცვალა და მერე კი - დედა. ბედმა ესეც არ აკმარა და სამი წლის ასაკში ფეხი მოიტეხა,რომელიც არასწორად შეუხორცდა და დაკოჭლდა. 7 წლის ექვთიმე ოზურგეთის ორკლასიან სასწავლებელში შეიყვანეს, იქიდან კი ფოთში გადავიდა სასწავლებლად. „მხოლოდ მაშინ მამიდა მაკამ შემიკერა ახალუხი და სკალატის ჩოხა; ჩოხას ჩვეულებრივი საქილეები არ გაუკეთეს და ზოგიერთები მე, ამის ჩამცმელს, დიაკონს მეძახდნენ. ეს იყო ბავშვობაში პირველი და უკანასკნელი ხეირიანი ჩაცმა ჩემი: შემდეგ ზამთარ – ზაფხულს, პარუსინის ბლუზის მეტი არა მცმია რა. სახელმძღვანელოებიც მხოლოდ ზოგიერთ მოწაფეს, ჰქონდა – უფრო მეტად იმას ვინც წლობით დიდი იყო. მე ამგვარებს ვეხმარებოდი გაკვეთილების სწავლაში და ამ სახით ვსარგებლობდი მათი წიგნებით“. 1876 წელს უფროსმა ძმამ ნიკომ ქუთაისში ჩაიყვანა და პროგიმნაზიაში (გიმნაზიის წინასაფეხურია) ჩაარიცხვინა. მატერიალური გაჭირვების მიუხედავად,1979 წელს ექვთიმემ პროგიმნაზია წარმატებით დაასრულა და კლასიკური გიმნაზიის მეხუთე კლასში განაგრძო სწავლა.

  3. ისტორიით, არქეოლოოგით და ძველი ხელნაწერებით ადრიდანვე დაინტერესდა. 16 წლისამ რაჭის ისტორიული ძეგლების შესწავლა დაიწყო და 1880 – 81 წლებში ჟურნალ „ბედში“ დაიწყო წერილების ბეჭდვა სათაურით „ქუთაისი უწერამდე“. გიმანზიაში ექვთიმე დაახლოებია ნიკო მარს, რომელსაც კონსტანტინე გამსახურდია გენიალურ ფილოლოგს უწოდებდა. 1883 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა წარმატებით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და შევიდა პეტერბურგის ისტორიის ფაკულტეტზე. (ერთი წლის შემდეგ ნიკო მარიც ჩამოვიდა აქ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სასწავლებლად). პეტერბურგში გაიცნო მან ილია, მოგვიანებით კი ვაჟა ფშაველა. და კიდე უფრო განიმსჭვალა ეროვნული იდეალებით. 1887 წელს ექვთიმემ დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი, დაიცვა საკანდიდანტო დისერტაცია და თბილისში დაბრუნდა. მალე მან მუშაობა დაიწყო თბილისის სათავოდაზნაურო გიმნაზიაში ლათინურისა და ბერძნულის მასწავლებლად, ამას გარდა, ექვთიმე აქტიურად ჩაება ეროვნულ და საზოგადოებრივ საქმეებში. • 1888 წელს იგი შეიყვანეს „ქართველთა შორის წერა – კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის წევრად, (თავმჯდომარე ამ დროს იყო ილია ჭავჭავაძე, რომელმაც დიდი ნდობა აღმოუჩინა 25 წლის ახალგაზრდას და ხელნაწერებისა და არქივების სამუზეუმო ექსპონატების შეგროვება და აღრიცხვა–პატრონობა ჩააბარა). ცნობილი ისტორიკოსის, დიმიტრი ბაქრაძის თანადგომითა და წაქეზებით, ექვთიმე მთელი გატაცებითა და პასუხისმგებლობით შეუდგა გაფანტული ეროვნული საგანძურის მოძიებას და შეკრებას : „საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ – მოვიხედე: შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ–ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე“– წერდა იგი.

  4. 1888 წლიდან იწყება მისი სერიოზული სამეცნიერო – კვლევითი მუშაობა. რომელიც 60 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა და უაღრესად დიდი შედეგები და ნაყოფი მოიტანა საქართველოსთვის. ამ წელს შეისწავლა და გამოიკვლია ჯერ „პარხლის სახარება“, შემდეგ კი ამას მოაყოლა „მოქცევაი ქართლისაი“– ს ახლებური წაკითხვა, რითაც აღაფრთოვანა ილია და მისი თანამოაზრენი. 1890 წელს ექვთიმემ გამოაქვეყნა „სამი ისტორიული ქრონიკა“ („მოქცევაი ქართლისაი“, „სუმბატის ქრონიკა“ და „მესხური მატიანე“) , რითაც საზოგადოების აღიარება მოიხვეჭა. მას უკვე ილიას, ნიკო ნიკოლაძისა და იაკობ გოგებაშვილის დარად გაზეთებში პატივისცემით მოიხენიებდნენ და ლექსებს უძღვიდნენ. მაგრამ ამან ექვთმეს თავბრუ როდი დაახვია. იგი იშვიათი გულმოდგინებით და თავდაბლობით აგრძელებდა საპატიო მისიის აღსრულებას. მალე არქეოლოგიურ ძიებებსაც შეუდგა.პირველად შედეგსაც მიაღწია, მაგრამ უსახსრობის გამო იძულებული გახდა შეეწყვიტა. 1891 წელს ექვთიმემ ქართულ საზოგადოებას წარუდგინა ნაშრომი „ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.1892 წელს იგი გვერდში ედგა ილიას ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის განჯიდან ტფილისს გადმოსვენების საქმეში. წმინდა ექვთიმეს პიროვნებაში ძალუმად არის განსახიერებული საკუთარი ერის კულტურული დონე და ყველა ის თვისება, რომელიც პიროვნებას გამორჩეულს ხდის. დაუღალავი შრომის უნარია ღვთის მადლით მინიჭებული ნიჭიერება, უტყუარი მეცნიერული ალღო და საკუთარი ღირსების შეგნების უნარი. მისი მოღვაწეობა ერთი პიროვნების მეცნიერულ, კულტურულ და საზოგადოებრივ საქმიანობის ფარგლებს სცილდება. იგი იყო ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოლოგი, ნუმიზმატი, ფოლკრორისტი, საგანგებოდ სწავლობდა და იკვლევდა ეკლესია – მონასტრების წარწერებს, აგროვებდა მოსახლეობაში მიმობნეულ სიძველეებს (ხატებს, ჯვრებს, დროშებს...) ამ ყველაფერთან ახლდა ვრცელი წყაროთმცოდნეობითი და ისტორიული ანალიზი.

  5. საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი ეჭვის თვალით უყურებდა ექ. თაყაიშვილის ზრუნვას საეკლესიო სიძველეების შენარჩუნებისათვის. 1920 წ. გაზეთ „კლდეში“ „მორწმუნე ქართველის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებულ სტატიაში ამაგდარი მამულიშვილის მიმართ ბევრი უხამსი რამ ითქვა. „მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ასეთი სიწმინდეები (ჯვარი, ხატები), როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს ხელოვნების თვალსაზრისით, უსათუოდ ადგილობრივ უნდა დარჩეს. მე ვერ წარმომიდგენია გელათი ხახულის ღვთისმშობელისა და ალავერდი წმიდა გიორგის ხატების გარეშეო.“

  6. 1921 წელს წითელი არმიის შემოსვლამ საფრთხის წინაშე დააყენა საქართველოს დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება, მისი დედაქალაქი, კულტურა და მეცნიერება. ყველა თავისებურად ფიქრობდა ერის გადარჩენაზე და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ, ნოე ჟორდანიას თაოსნობით, ზედმეტი სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით,გადაწყვიტა ემიგრაციაში წასულიყო და მსოფლიო სოციალ–დემოკრატიული მოძრაობის თანადგომით კვლავ დაბრუნებულიყო სამშობლოში. • ეროვნული საგანძურის დიდი ნაწილი კავკასიის მუზეუმში, სამხატვრო გალერეასა და უნივერსიტეტის შენობაში ინახებოდა! აქ იყო უძველესი ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნისა“ და აი, საქართველოს დიდმა მოამაგემ, ივანე ჯავახიშვილმა დაიბარა ეროვნულ – დემოკრატიული პარტიის წევრი, ექვთიმე თაყაიშვილი და სთხოვა: – ემიგრაციაში წასასვლელად გამზადებულიყო. საქართველოს მთავრობის თავმჯდომარესთან, ნოე ჟორდანიასთან დაკავშირება, რათა თან წაეღოთ და ბოლშევიკების რისხვისაგან და განადგურებისაგან გადაერჩინათ განძი. ნოე რამიშვილმა სასწრაფოდ შეადგინა ბრძანების ტექსტი, განძის მეთვალყურედ ექვთიმე დანიშნა! ანუ განძის საქართველოდან გატანის იდეა ეკუთვნის ივანე ჯავახიშვილს. ღვაწლმოსილი მეცნიერი უმძიმესი დილემის წინაშე აღმოჩნდა: ერთი მხრივ, ახალფეხადგმული ეროვნული უნივერსიტეტი, საისტორიო საზოგადოება, მუზეუმი და მშობლიურ მამულზე გაფანტული ისტორიული ძეგლები უხმობდნენ თავისთან; მეორე მხრივ, ათეული წლების განმავლობაში გაწეული ტიტანური, თავგანწირული შრომის ჯილდო – მისხალ–მისხალ ნაგროვები, აღრიცხული და ერთად თავმოყრილი ეროვნული განძი შველას ითხოვდა! ამას გარდა, სასწორის პინაზე მისი პირადი ცხოვრება და უსაფრთხოებაც დაიდო; სამშობლოში დარჩენა ლენინური პლორეტარიატის დიქტატურის მარწუხებში გამომწყვდევას უქადდა, უცხოეთში განუსაზღვრელი ვადით გადახვეწა კი მამულსმოწყვეტილი, ნოსტალგიით გატანჯული ემიგრანტის უსიხარულო არსებობას უმზადებდა.

  7. ნუთუ ქვეყნად არაა ისეთი ძალა, რომელიც წინ აღუდგება ამ უგუნურ გადაწყვეტილებას! ნუთუ ჩვენი ერის საგანძური უცხოეთის კაპიტალს უნდა მივუგდოთ საჯიჯგნად და სასპეკულაციოდ! ამ კრიტიკულ მომენტში, ორცეცხლსშუა მოქცეულმა ექვთიმემ უმალ გააცნობიერა მისი ამქვეყნიური ცხოვრების მთავარი მისია – ეროვნული განძის შთამომავლობისთვის შენახვა და ემიგრანტის სასტიკი ხვედრი აირჩია. 11 მარტს ექვთიმე, მისი მეუღლე და იოსებ ელიგულაშვილი ბათუმის ნავსადგურში მივიდნენ, მაგრამ კრეისერი „ერნესტ რენანი“ ერთი საათის გასული იყო. ისინი იძულებული გახდნენ კერძო გემი დაექირავებინათ და კრეისერს დასწეოდნენ. „ერნესტ რენანი“ მათ კონსტანტინეპოლის ნავსადგურში დახვდათ. თუმცა კავკასიაში საფრანგეთის კომისარმა აბელ შევალიემ კრეისერის ბათუმში დაბრუნება გადაწყვიტა. განძს კი ტრანსპორტად მარსელში მიმავალი, მწყობრიდან გამოსული პატარა გემი –„ბიენ ჰოა“ შეურჩია. 6 დღის განმავლობაში ექვთიმე, ნინო პოლტორაცკაია და იოსებ ელიგულაშვილი მუხლჩაუხრელად აწესრიგებდნენ მთელ განძეულს და მის გემზე გადაზიდვის პროცესს აკონტროლებდნენ. 20 მარტს „ბიენ ჰოა“ მარსელისკენ დაიძრა. მის ბორტზე 248 ყუთსა და ერთ კალათში ქართული ეროვნული საუნჯის დიდი ნაწილი იყო მოთავსებული. ურიცხვი ფასეულობისგან შემდგარ განძს დაუდგა ექვთიმე ერთგულ დარაჯად; აქ იყო თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო–ვერცხლისა და თვალ–მარგალიტის ნივთები, ძვირფასი ხელნაწერები, სურათები ეროვნული გალერეიდან, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, საქართველოს ეკლესიის ქონება,სახაზინო ოქრო,ბორჯომის სასახლის ქონება უმდიდრესი ბიბლიოთეკითურთ, დავით სარაჯიშვილისათვის მიძღვნილი ვერცხლის გვირგვინები და მრავალი სხვა.

  8. მენშევიკური მთავრობის სრული შემადგენლობა საფრანგეთში 17 მარტს, ბათუმიდან გაემგზავრა იტალიური გემით –„ფერენ–ჟოზეფ ფირილი“. „ბიენ ჰოა“ მარსელის ნავსადგურში 10 აპრილს შევიდა. აქ მას მთავრობის წარმომადგენლები – ზურაბავალიშვილი და ანდრია დეკანოზიშვილი დახვდნენ. მათი მითითების თანახმად, ექვთიმემ კიდევ ერთხელ გადაახარისხა მთელი ძვირფასეულობა და ისტორიული ფასეულობის მქონე ყველა რელიქვია 39 ყუთში ცალკე შეინახა. სახაზინო ვერცხლეულით სავსე დანარჩენი ყუთები მთავრობის წევრებმა წაიღეს, გადაადნეს და ერთ მილიონ მანეთად გაყიდეს. ექვთიმემ 39 ყუთში საიმედოდ შეფუთული განძეული, სათანადო დოკუმენტაციით, საფრანგეთის ბანკის მარსელის განყოფილებას ჩააბარა შესანახად. თავადი ექვთიმე და მისი მეუღლე პარიზიდან ოც კილომეტრში მდებარე სოფელ ლევილში დასახლდნენ, რომლის ერთერთი მამული შეიძინა ემიგრანტულმა მთავრობამ იქ მყოფი ქართველებისათვის. 1931 წელს ექვთიმეს გარდაეცვალა მეუღლე, ნინო პოლტორაცკაია, რომელიც მისი სულიერი მეგობარი იყო. მისგან შვილი არ ჰყოლია. დარჩა მარტოხელა უდიდეს გაჭირვებაში. ლევილში ბოსტანი მოაწყო და ერთი თხა იყიდა. ხშირად თხის რძე იყო მხოლოდ მისი საკვები. მაინც არ ეპუებოდა ბედს. მოხუცის ფიქრები მხოლოდ საქართველოს დასტრიალებდა. • ლევილის შატო • „უცხოეთში წაღებული განძი ქართველ ხალხს ოდესმე დაუბრუნდება? ეს მთელი ერის კუთვნილებაა და ჩვენ არც მორალური, არც იურიდიული უფლება არ გვაქვს წავართვათ ხალხს სწორედ ის, რითაც მას თავი მოაქვს! • ნუთუ ჩვენი ერის საგანძური უცხოეთის კაპიტალს უნდა მივუგ– დოთ საჯიჯგნად და სასპეკულაციოდ! • განძეულის მეთვალყურეობა მომანდეს და სანამ პირში სული მიდგას, ჩვენი ხალხის ქონების ხელყოფას უსიკვდილოდ არავის შევარჩენ. • ქართველი ერი ცხოვრობს წარსულით, „ვეფხისტყაოსნის“ უძველესი ხელნაწერებით, მდიდარი არქეოლოგიური კოლექციით, საეკლესიო წმინდა ნივთებით, თუკი აღარ გვექნება სარგვეშის, ქსნისა და სტეფანწმინდის ნეკროპოლებში აღმოჩენილი ანტიკური ხანის ოქროს სამკაულები, მეცხრე საუკუნის ოქროს ჯვრები მარტვილის კოლექციიდან, თუკი გამოვეთხოვებით თამარ მეფის ოქროს ჯვარს, ჩვენს სეიფებს აღარ დაამშვენებს წყაროსთავისა და ბერთის ოთხთავების მოჭედილობის ოპიზარებისეული ნახელავი, თუკი აღარ გვექნება მეათე საუკუნეში გადაწერილი ქართული სვინაქსარი და ენით უთქმელი სხვა საუნჯე, ჩვენი ერის სიკვდილს მოასწავებს.

  9. თავდაპირველად ექვთიმემ პარიზის „ სააზიო საზოგადოებასთან“ დაამყარა ურთიერთობა და პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკა დაათვალიერა.საფრანგეთის სამეცნიერო წრეებმა სათანადო პატივი მიაგეს მსოფლიო მნიშვნელობის მკვლევარს და 19-22 თებერვალს იგი პარიზის „ ნუმიზმატთა საზოგადოების“ წევრად აირჩიეს.ამავე დროს მეცნიერი „სააზიო საზოგადოების“ წევრი გახდა.იგი საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც დიდი მღელვარებით ადევნებდა თვალყურს.თბილისის უნივერსიტეტში მისი დაწყებული საქმე ივანე ჯავახიშვილმა განაგრძო და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას ჩაუდგა სათავეში.

  10. განძს კი ტრანსპორტად მარსელში მიმავალი, მწყობრიდან გამოსული პატარა გემი –„ბიენ ბოლია“ შეურჩია. 6 დღის განმავლობაში ექვთიმე, ნინო პოლტარაცკაია და იოსებ ელიგულაშვილი მუხლჩაუხრელად აწესრიგებდნენ მთელ განძეულს და მის გემზე გადაზიდვის პროცესს აკონტროლებდნენ. 20 მარტს „ბიენ ჰოა“ მარსელისკენ დაიძრა. მის ბორტზე 248 ყუთსა და ერთ კალათში მთელი ქართული ეროვნული საუნჯე იყო მოთავსებული. ურიცხვი ფასეულობისგან შემდგარ განძს გაუდგა ექვთიმე ერთგულ დარაჯად; აქ იყო თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო–ვერცხლისა და თვალ–მარგალიტის ნივთები: ძვირფასი ხელნაწერები; სურათები ეროვნული გალერეიდან; ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა; რუსული ეკლესიების ქონება; სახაზინო ოქრო; ბორჯომის სახლის ქონება უმდიდრესი ბიბლიოთეკითურთ; დავით სარაჯიშვილისათვის მიძღვნილი ვერცხლის გვირგვინები და მრავალი სხვა. მენშევიკური მთავრობის სრული შემადგენლობა საფრანგეთში 17 მარტს, ბათუმიდან გაემგზავრა იტალიური გემით –„ფერენ–ჟოზეფ ფირილი“. „ბენ ჰოა“ მარსელის ნავსადგურში 10 აპრილს შევიდა. აქ მას მთავრობის წარმომადგენლები – ზ. ავალიშვილი და ა. დეკანოზიშვილი დახვდნენ. მათი მითითების თანახმად, ექვთიმემ კიდევ ერთხელ გადააახარისხა მთელი ძვირფასეულობა და ისტორიული ფასეულობის მქონე ყველა რელიქვია 39 ყუთში ცალკე შეინახა. სახაზინო ვერცხლეულით სავსე დანარჩენი ყუთები მთავრობის წევრებმა წაიღეს, გადაადნეს და ერთ მილიონ მანეთად გაყიდეს. ექვთიმემ 39 ყუთში საიმედოდ შეფუთული განძეული, სათანადო დოკუმენტაციით, საფრანგეთის ბანკის მარსელის განყოფილებას ჩააბარა შესანახად. თავადი ექვთიმე და მისი მეუღლე პარიზიდან ოც კილომეტრში მდებარე სოფელ ლევილში დასახლდნენ, რომლის ერთერთი მამული შეიძინა ემიგრანტულმა მთავრობამ იქ მყოფი ქართველებისათვის.

  11. პარიზში დემოკრატიული საქართველოს დევნილი მთავრობის წევრებმა, მეზობელი სახელმწიფოების ანტიბოლშევიკურ ძალებთან ერთად,“კავკასიის გაერთიანებული სააჯანყებო ცენტრარული კომიტეტი“ ჩამოაყალიბეს. მისი წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდნენ და ევროპის წამყვან სახელმწიფოთარეალური მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდნენ. • სათავეში ყოფნისას ცივილიზირებული სამყაროსგან გამომყოფი რკინის ფარდა ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ჩამოფარებული , ამიტომ უცხოეთიდან მცირეოდენი თავისუფალი კონტაქტები მაინც შენარჩუნებული იყო . ექვთიმე ამით სარგებლობდა და თბილისელი კოლეგების მეშვეობით ყველა სამეცნიერო სიახლის შესახებ იღებდა ოპერატიულ ინფორმირმაციებს. დამიანე ჯგუშია და შალვა ამირანაშვილი მას საქართველოში დაბრუნებასაც სთავაზობდნენ ბოლშევიკთაგან ხელშეუხლების გარანტიით, მაგრამ ექვთიმეს მტკიცე არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდა.მისი პირადი ბედი სამუდამოდ განძთან იყო გადაჯაჭვული. სამშობლოდან ფიზიკურად შორს მყოფი მეცნიერი მაინც ინარჩუნებდა ყველაზე ავტორიტეტული ქართველობის სტატუსს.ამ დარგში მოღვაწე ყოველი მკვლევარი თავს ვალდებულად თვლიდა,პირადად ჩაეყენებინა ექვთიმე საქმის კურსში თავისი საქმიანობის შესახებ.ასე რომ, ექვთიმე ევროპულ და ქართველ მეცნიერთა გამაერთიანებელ ცენტრად და მთავარ კოორდინატორად რჩებოდა.

  12. პარიზში ჩატანილი საქართველოს ეროვნული განძეული,უმოკლეს ხანში,მსოფლიოს მდიდარ კოლექციონერთა არაჯანსაღი ყურადღების ობიექტი გახდა.მისი დაპატრონების მიზნით მენშევიკური ემიგრაციის ელიტას უამრავი ავანტიურისტი მიაწყდა.პირველი იერიში მათზე ნიუ-იორკის მუზეუმმა მიიტანა,რომელიც უკვე ფლობდა ძველი ქართული მინანქრების კოლექციის ნაწილს და მის შევსებას ლამობდა.მუზეუმის წარმომადგენლებმა განძის მესვეურებს საცდუნებელად სოლიდური ავანსიც შეაძლია.ექვთიმეს უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა რომ ფულს დახარბებული ზოგიერთი თანამემამულის ქვენაგრძნობები დაეცხრო და ძველი მინანქრები შეენარჩუნებინა.შემდეგ ბრიტანეთის მუზეუმის ჯერი დადგა.მისმა დირექტორმა ექვთიმეს მიერ მოპოვებული ქსნის განძეულის რომელიმე საუკეთესო ნივთის შესყიდვის სურვილი გამოთქვა.სარფიანი წინადადებით მან ამ საქმეში შუაკაცად შეგულებულ პროფესორ ზურაბ ავალიშვილს მიმართა.ექვთიმე კვლავაც შეუვალ კედლად აღიმართა და ბევრი ნერვიულობის ფასად ეს გარიგება ჩაშალა.მალე განძს ბევრად უფრო სერიოზული საფრთხე დაემუქრა: საფრანგეთში მცხოვრებ სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის,ნიკოლოზ დადიანის ქალიშვიმა-სალომე ობოლენსკაიამ, მავანთა წაქეზებით,მამისეული ნივთების დაბრუნებაზე განაცხაადა პრეტენზია და სასამართლოს მიმართა საქმის მგების შემთხვევაში ხელის მომთბობის მოლოდინე წამქეზებლებმა შეგნებულად გააყალბეს დადიანების სასახლიდან გატანილი ნივთების სია,და ეროვნული განძის ნახევარი დადიანებად გამოაცხადეს.საშიშროება რეალური იყო. პროცესი 7 წელი გაგრძელდა.ობელენსკაიას მიერ ამ პროცესის მოგება ნიშნავდა საქართელოს ეროვნული განძის მნიშვნელოვანი ნაწილის საბოლოოდ დაკარგვას. ექვთიმეს სასიხარულოდ სასამართლომ იურიდიულ საბუთად ცნო ოცი წლის დეკრეტი და სალომე დადიანს უარი ეთქვა. მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა და სასამართლომ ქართულ განძს ყადაღა დაადო.საუნჯით დატვირთული ყუთები მარსელიდან პარისჟი საფრანგეთის ბანკს ჩაბარდა. რადგან ეს განძი საქართველოს მთავრობის სახელზე იყო შეტანილი რომელიც არარსებულად გამოცხადდა.ქართული საუნჯე რუსეთის იმპერიის საკუთრებად იქნა მიჩნეული.დაიწყო განძისთვის ახალი ბრძოლა1935 წელს ექვთიმეს თხოვნით საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება: „ბატონ ექვთიმე თაყაიშვილს აქვს უფლება მიიღოს ის ზომები რომელსაც საჭიროდ დაინახავს ამმ ქონების დასაცავად.ის არის პასუხისმგებელი საქართველოს წინაშე“. დაიწყო ექვთიმეს კარდაკარ სიარული განძის დასაცავად. დაიწყო ომი.... ჰიტლერელები მოითხოვდნენ ქართული განძის გერმანიაში გადატანას. ჟოდონი არწმუნებს მათ რომ არ იცის განძის სამყოფელი. ქართველებთან დამეგობრებული ფრანგი ჟოდონი საიდუმლოდ ატყობინებს ექვთიმეს საუნჯეზე თავდატეხილ საშიშროებას.ბოლოს სარისკო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ოკუპირებულ პარიზში ბანკიდან ჩუმად გამოიტანონ ქართული საუნჯე და საბარგო ეტლით წაიღონ ვერსალში. საკმარისი იყო გერმანელი პატრულები დაინტერესებულიყვნენ საბარგო ეტლის ტვირთით საქართველოს სამუდამოდ დაეკარგებოდა განძეული და ჟოდონსაც დახვრეტა არ აცდებოდა.ვერსალის ნაციონალური ბიბლიოთეკის სარდალში ჩაიტანეს და ქვაღორღიანი ნაგავი მიაყარეს...

  13. 1944 წელს საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ადგა დიპლომატიური ურთიერთობა, 23 ნოემბერს შარლ დე გოლმა განკარგულებს გასცა განძის საქართველოში დაბრუნების შესახებ. 1945 წლის 22 იანვარს შალვა ამირანაშვილი თავის ყოფილ ლექტორს ექვთიმე თაყაიშვილს პარიზში ეწვია.მოხუცი ემიგრანტისაბჭოთა კავშირის გეერალური კონსულის ბინაში ცხოვრობდა,იგი აღტაცებული შეეგება თანამემამულეს.ნეტარებით ძგერდა სამშობლოსათვის დამაშვრალი მეცნიერის გული.მისი ცხვორების მიზნის აღსრულებამდე სულ მცირე დრო რჩებოდა. შალვა ამირანაშვილს თბილისიდან მენშევიკების გატანილი ქონენბის,საბოთა მთავრობის მიერ დგენილი სრული ს ია ჰქონდა წამოღებული.საჭირო იყო იმ მომენტისთვის რეალურად აღსრულებული ფასულობების ხელახალი აღწერა და მისი 24 წლის წინანდელ ვარიანტთან შეერთება.ექვთიმე და შალვა თავაუღებლად მუშაობდნენ,შედეგი დაუჯერებელი გამოდგა: ქართული ეროვნული საუნჯე ყოველგვარი დანაკარგების გარეშე პირვანდელი სახით იყო შენაარჩუნებული! ექვთიმეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.ეს მისთვის მრავალწლიანი თავგანწირვის ფასად მოპოვებული ჯილდო იყო.ამის შემდეგ თბილისელმა სტუმარმა ღრმად პატივცემულ მასწავლებელსა და კოლეგას ოფიციალურად შესთავაზა სამშობლოში დაბრუნება.განძის ეპოპეის მშვიდობიანი დასრულებით ბედნიერმა ექვთიმემ თავისი ემიგრანტული მისია ამოწურულად ჩათვალა და შემოთავაზებას დათანხმდა.აქ კი ერთმა დელიკატურმა პრობლემამ იჩინა თავი-უკიდურესად ხელმოკლე მოხუცს რიგიანი ტანსაცმელიც აღარ ჰქონდა შერჩენილი და ამირანაშვილს მოკრძალებით კოსტუმის საყიდელი ფული სთხოვა სესხად.სტუმარს თვალწინ შოკის მომგვრელი რეალობა გადაეშალა,პიროვნება,რომელიც წლების მანძილზე ყოველგვარი კონტროლის გარეშე საარაკო ფასეულობის ნივთებს ერთპიროვნულად განკარგავდა,სიღატაკისგან სულს ღაფავდა არადა, საკმარისი იყო თუნდაც ერთი,ნაკლები მნიშვნელობის მქონე რელიქვიის გაყიდვა,დაგირავება,ან გამოფენაზე გატანა რომ იგი უმდიდრეს ადამიანად ქცეულიყო.გაწეული ღვაწლისთვის შთმომავლობა მას ისედაც გმირად გამოაცხადებდა,მაგრამ სწორედ ამაში მდგომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილის ეროვნული სიდიადე,მხოლოდ ზეციური მადლით გაცისკროვნებული სულის მქონე ადამიანს შეეძლო მიწიერი წამებისთვის თავისშეგნე-ბული გამეტება საკუთარი სინდისის,სისპეტაკის შესანარჩუნებლად, მანუანგაროდ აირჩიაწამებულის გზა, სადაც არც ვისმე მადლობას ელოდა და მითუმეტეს დაფასებას.

  14. დაავადებას არ ეპუებოდა და სამშობლოში სიკვდილს ნატრობდა.საბედნიეროდ,ავადმყოფობამ უკან დაიხია,და ექვთიმე უკან დაბრუნებულ საბჭოთა დელეგაციას შეუერთდა. 1945 წლის 5 აპრილს ქართული ეროვნული განძით სამმა თვითმფრინავმა გეზი თბილისისკენ აიღო, გზად მგზავრები რომში, ქაიროსა და თეირანში შეჩერდნენ. 1945 წლის 11 აპრილს თბილისის აეროპორტში თეირანიდან მომავალი თვითმფრინავი დაეშვა.82 წლის მოხუცი ექვთიმე თაყაიშვილი მუხლების კანკალით ჩამოუყვა ტრაპის საფეხურებს და 25 წლიანი განშორების შემდეგ პირველად დაადგა ფეხი სამშობლოს მიწას.თვალებ აცრემლებულმა დიდმა მამულიშვილმა დაიჩოქა და თრთოლებული ხმით აკაკის უკვდავი სიტყვები წარმოთქვა: „ცა-ფირუზ,ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო, სნეული დავბრუნებულვარ, მკურნალად შემეყარეო“ • საქართველოს დაუბრუნდა ქსნის, ურბნისისა და ქვათახევის ოთხთავები, ეტრატის ფურცლებზე ლამაზი კალიგრაფიით გადაწერილი და მინანქრითა და ძვირფასი თვალ–მარგალიტებით შემკული, ყანჩეთის, ქვეშის და ალავერდის ოთხთავები ასომთავრული, მრგლოვანი ნუსხა–ხუცურით რომ იყო ჩაგვირისტებული, ვერცხლისა და ოქროს ყდებში ჩასმულ ამ ძვირფას მატიანეები.,,ვეფხსისტყაოსნის“ უძველესი ხელნაწერები,მდიდარიარქეოლოგიური კოლექცია,მეათე საუკუნეში გადაწერილი სვინაქსარები... • XVI დათარიღებული ვეფხისტყაოსნის რამდენიმე ხელნაწერი, ჩასმული ოქროთი ტვიფრულ ყდებში, მიქელ მოდრეკილის საგალობელთა კრებული, XI საუკუნის დამდეგს კონსტანტინოპოლში ეტრატზე გადაწერილი, ქართული სვინაქსარი, შემკული სამოცდათვრამეტი მინიატურით, ეფრემ მცირეს თარგმანთა კრებული, მეექვსე მსოფლიო კრების სჯულის კანონი, თეთროსანული დავითიანი, ნუსხურად გადაწერილი აკათისტო ორმოცდათორმეტი მინიატურით ილუსტრირებულ ჟამნი–გულანი, დიდი სჯულის კანონი, ვახტანგ VI კანონთა კრებული, სხარების საკითხავი საეკლესიო დღესასწაულებზე, ჩასხმული ქვებით მოჭედილი და ოქროცურვილ ვერცხლის ყდაში, ეტრატის ფურცლებზე გადმოწერილი ჟამისწირვების გრაგნილი.

  15. საეკლესიო მუზეუმიდან გამოტანილ ყუთებში ეწყო ოქროს ჯვრები, მინანქრით და თვალ–მარგალიტებით მოოჭვილი ღვთისმშობლის ხატები მღვდელმთავრის ოქროს ბუნიკები, ვერცხლის ფეშხუმები, ვერცხლის შანდლები, სადიაკვნო კვართებისა და ეპიტრაქილები. ერეკლეს ხმალი, აკაკის ჯოხი, ოქროს აზარფეშები, ვერცხლის სირჩები, არუდონის ფერწერული პორტრეტები. დიდი ხნის უნახავი თბილისი XX სუკუნის ტიპურ ქალაქად წარმოუდგა ექვთიმეს. იგი დროებით სასტუმრო „თბილისში“ დააბინავეს. მალე ქართველოლოგიის პატრიარქს მშობლიურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. 15 აპრილს მას საქართველოს ისტორუუს პროფესორის წოდება დაუმტკიცეს, ხოლო 1946 წლის 28 დეკემბერს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს. მთავრობის მიერ გამოყოფილმა მიმღებმა კომისიამ აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას მეთაურობით, განძის აღწერის შემდეგ დააფიქსირა, რომ ექვთიმეს არამარტო სრულად შეენარჩუნებინა მთელი ფასეულობები, არამედ გაემდიდრებინა კიდეც ევროპაში მოპოვებული ახალი ნივთებით. ძველი მეგობრები და კოლეგები ნიკო კეცხოველი, აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, გიორგი ჩუბინაშვილი, შალვა ამირანაშვილი, გიორგი ჩიტაია, ნიკო ბერძენიშვილი, კონსტანტინე გრიგოლია და გიორგი ლომთათიძე სითბოსა და მზრუნველობას არ აკლებდნენ ნატანჯ მოხუცს. ემიგრანტებისადმი მტრულად განწყობილმა საბჭოთა მთავრობამ „დიდსულოვნება“ გამოიჩინა და თავისი სადამსჯელო–რეპრესიული მანქანის ლუკმა არ გახდა მხცოვანი მეცნიერი. ტოტალიტარულმა სახელმწიფომ მხოლოდ ამ ფორმით გამოხატა მადლიერება დიდი მამულიშვილის მიმართ. • ექვთიმე თაყაიშვილი მარად დარჩება თავდადების, უზადო პატიოსნების და სამშობლოს უანგარო სიყვარულის სიბოლოდ,დღეს ჩვენს ქვეყანას უჭირს,იგი გზის გასაყართან დგას. სწორედ ამ გადამწყვეტ მომენტში გვმართებს გათავისება:საქართველო მხოლოდ მაშინ გაბრწყინდება,როდესაც ყოველი მისი შვილი ოდნავ მაინც მიბაძავს წმინდა ექვთიმეს.

  16. ექვთიმემ გამოაქვეყნა „ხელნაწერთა აღწერილობა“, რომელშიც ქართული სასულიერო და საერო პოეზიის უამრავი მასალა და საკითხია გაშუქებული. • ექვთიმემ ჩაუყარა საფუძველი რუსთველოლოგიაში სამკვლევარო ბაზის შექმნას. • მან დაადგინა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ჩვენამდე მოღწეული გამოცემებიდან არცერთი არ არის XVII საუკუნის პირველ ნახევარზე უფრო ძველი. • დიდი ენერგია, დრო და სახსრები არ დაიშურა, რათა გამოევლინა და შეეგროვებინა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები. ამისთვის დიდი ენერგია და სახსრები დასჭირდა. მან შეძლო 17–16 ხელნაწერის მოგროვება, რომელთა შორის, ფრიად ზოგი გამოდგა როგორც ვარიანტებით, ისე საუცხოო მხატვრობითა და აშიათა შემკულობით. • ვინმე კორინთელისგან დიდი ზალისხმევის შედეგად აყიდვინა თარიღიანთა შორის უძველესი ხელნაწერი 1646 წლისა. • ექვთიმემ დაადგინა, რომ დავით აღმაშენებლის ეპიტაფიის ავტორია არსენ იყალთოელი და არა რუსთაველი, ან თამარ მეფე.მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გამობრწყინდა ექვთიმე თაყაიშვილის სპეტაკი სული მთელი თავისი დიდებულებით ათეისტურ წყვდიადს გარიდებულ მშობლიურ მიწაზე .აღსრულდა კონსტანტინე გამსახურდიას წინასწარმეტყველება და ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წამებული რაინდი წმინდანად შერაცხა .მისმანეშტმა სამუდამო განსასვენებელი,ერის გამორჩეულ შვილთა შორის ,მთაწმინდაზე დაიმკვიდრა 2002 წლის 26 მაისს.ექვთიმე თაყაიშვილი მარად დარჩება თავდადების,უზადო პატიოსნების და სამშობლოს უანგარო სიყვარულის სიმბოლოდ.2002 wlis 17 ოქტომბერს saqarTvelossamociquloeklesiamის წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. დაიწერა მისი სახელობის ხატი და ტროპარი. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი. • ქართველი ხალხის შენამოქმედი უცხო მიწაზე არაერთხელ ქცეულა ღირსშესანიშნავ მოვლენად. სამშობლოში ერისთვის დამაშვრალი მოღვაწე პატივით მიიღეს, აღადგინეს თბილისის უნივერსიტეტში პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად. მაგრამ დიდხანს არ გასტანა ექვთიმეს სიხარულმა. საბჭოთა ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა, გაათავისუფლეს საქართველოს პროფესორის თანამდებობიდან, დაუპატიმრეს შვილობილი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, თანამშრომლებს აუკრძალეს მასთან მისვლა. saunjenierisaSenisanikbilTaganmxecTaisaganarinendaeqsoriobasaSinaWirnimravalnidaiTminen, RmerTisakacoeqvTime, evedreqristesaRmerTsaSewyalebadsulTaCvenTaTvis. ამინ.

  17. ეს მოგონება ჩვენ ცოდვად გვაწევს, • ერთი ქართველი ოდეს ჯვარს აცვეს, • მისი სული რომ ვეღარ დათრგუნეს, • ის ფიზიკურად გაანადგურეს. • თავგანწირული ოცამდე კაცი, • ნეშტს აცილებდა, როგრც წესია, • დანარჩენები, ვით გარეშენი • შორით მოსდევენ ამ პროცესიას. • მაგონდებოდა სტროფი პოეტის, • რომ ახარებდეს მიწიერ ცოდვებს: • „ასეთი ცოდვა რა ჩავიდინე, • ჩემო სამშობლო მინდა ვიცოდე.“ • რას მოიფიქრებს ბედი უკეთესს, • გვდევდეს დემონი ცხოვრების გზაზე • გზა პროცესიას გადაუკეტეს, • მთაწმინდის კარი მაგრად ჩარაზეს. • შეძრა ბუნება ხალხის წუხილმა, • წამით დაბნელად, დაღამდა უცებ, • ცა გააყრუა ჭექა–ქუხილმა • და ნიაღცარი მოასკდა ქუჩებს. • წვიმა და თქეში, ბორგავს ამინდი, • ცა ხალხის ცრემლით იცრემლებოდა, • თავშეწირული ერის რაინდი • მარადისობას უერთდებოდა. • განბანილი და ნათელმოსილი • ის ახლა იჯდა ოქროსფერ ნავში, • დამცირებიდან და წამებიდან • გადადიოდა უკვდავებაში. გამოყენებული ლიტერატურა • 1. guramSaraZe _ „erisistoriulimexsierebisdabruneba“ Tb. 1998 • 2. guramSaraZe _ „...aseiwyeboda wm. eqvTimeRvTiskaci_TayaiSvili Tbilisi 2005 • 3. ak. surgulaZe _ „eqvTimeTayaiSvili“ Tb. 1977 • 4. i. megreliZe _ „eqvTimeTayaiSvili“ Tb. 1989 • 5. dabruneba (g. SaraZisredaqtorobiT) I_IItomi, Tbilisi 1991 • 6. neliCafiZe, kobabedoiZe _ „wmindaeqvTimeRvTiskaci (TayaiSvili), Tbilisi 2006 • 7. didiqarTvelebi (g. lomTaTiZe) „eqvTimeTayaiSvili“, Tbilisi 2011 ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა პრეზენტაციაზე მუშაობდნენ IX – XI – XII კლასის მოსწავლეები: • ირაკლი მურუსიძე • დავით მირიანაშვილი • ნინო მუშკუდიანი • ანა მშვილდაძე • ანა ბეკარიშვილი • ioanebolneli@gmail.com • 551193007

More Related